მადრიდელებმა გადაწყვიტეს, რომ შორს წასვლა საჭირო არ არის, როცა პრიმერაში თამაშობს 27 წლის ალვარო ნეგრედო. ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა "სევილიას" რიგებში უკვე გაიტანა 20 გოლი და სეზონის დასრულებამდე კიდევ 2 ტურია დარჩენილი.
"ატლეტიკო" მზადაა, ნეგრედოს სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ "სევილიას" პრეზიდენტ ხოსე მარია დელ ნიდოს ცენტრფორვარდი 25 მილიონი ევრო უღირს.
ალბათ, სწორედ "ატლეტიკოს" ვარიანტის გამო ნეგრედომ "ვესტ ჰემში" გადასვლაზე უარი განაცხადა.
ალვარო ნეგრედო: ესპანეთისთვის ფრანგებთან მატჩი ფინალივითაა