ამერიკული MLS ლიგის კლუბმა "ტორონტომ" ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი მისტა შეიძინა. 31 წლის შემტევს მთელი საფეხბურთო კარიერა ესპანეთში აქვს გატარებული, მადრიდის "რეალის" აღზრდილი, ყველაზე მეტად "ვალენსიაში" გატარებული ხუთი სეზონით დაგვამახსოვრდა, როცა "ღამურების" მაისურით 144 მატჩში 40 გოლი გაიტანა. მისტა ბოლოს "დეპორტივოში" ირიცხებოდა. ის ორჯერ გახდა პრიმერას ჩემპიონი, ერთხელაც უეფას თასის და სუპერთასის მფლობელი. "მარსელთან" ფინალში ერთი გოლი სწორედ მისტამ გაიტანა. "ტორონტოში" მისტას დუეინ დე როსარიოს შეუწყვილებენ, რომელიც ჩემპიონატში 8 გოლით კლუბის ბომბარდირია.
18:26 07-07-2010
მისტა MLS-ში წავიდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული