სეგუნდა დივიზიონის "ნუმანსიაში" 21 წლის კონგოელი გარემარბი სედრიკ მაბვატი სევილიის "ბეტისში" გადავიდა.
ის 2011 წლიდან თამაშობდა "ნუმანსიაში", მაგრამ კონტრაქტი ისე ჰქონდა შედგენილი, რომ პრიმერა დივიზიონის კლუბის დაინტერესების შემთხვევაში, უსასყიდლოდ გადასვლა შეეძლო.
ასეც მოხდა, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასად 1 ევრო და 20 ცენტი გაფორმდა, ზუსტად ეს სიმბოლური თანხა ჩაერიცხება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ტრანსფერის განხორცილებისთვის.
სხვათა შორის, "ნუმანსიამდე" აფრიკელი მადრიდის "ატლეტიკოს" საკუთრება იყო.