30 მილიონი ევრო გონსალო იგუაინის სანაცვლოდ ცოტაა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ გონსალო იგუაინის თაობაზე მისთვის არც ერთ კლუბს არ მიუმართავს და რომ პრესაში გამოთქმული ვარაუდი, არგენტინელი 30 მილიონ ევროდ გაიყიდებაო, არასწორია.

"თუკი ისინი მართლა 30 მილიონის შემოთავაზებას აპირებენ "პიპიტას" ნაცვლად, ურჩევნიათ, ასეთი წინადადებით ჩვენთან საერთოდ არ მოვიდნენ. იგუაინი ამ თანხაზე მეტი ღირს", - განაცხადა "რეალის" პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ეს ტრანსფერი რეალური ჩანდა, როგორც ჩანს, მოლაპარაკება ჩიხშია შესული. თავად იგუაინმა უკვე განაცხადა, რომ "რეალიდან" მიდის. "ტრანსფერმარკტი" 25 წლის ფორვარდს 38 მილიონ ევროდ
აფასებს.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალი" გონსალო იგუაინის შემცვლელად მარიო გომესს მიიჩნევს
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ მასეთი ძვირფასი და კარგი ფეხბურთელია, რაღას აყენებდით ტრანსფერზე?
შაკო
16:08 12-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული