კრიშტიანო რონალდო: ტყუილია, "რეალთან" კონტრაქტი არ გამიგრძელებია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" 28 წლის პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ სოციალური ქსელის საშუალებით უარყო ესპანურ მედიაში გავრცელებული ხმები, თითქოს, მან უკვე გაახანგრძლივა კონტრაქტი "სამეფო კლუბთან".

"ყველა სიახლე, თითქოს, უკვე შევუთანხმდი "რეალს" ახალ ხელშეკრულებაზე, მტკნარი სიცრუეა".

რონალდოს აღშფოთების მიზეზი "მარკაში" გამოქვეყნებული ცნობა იყო, რომლის თანახმადაც, ფლორენტინო პერესმა მას 2018 წლამდე ხელშეკრულების სანაცვლოდ, წელიწადში 20 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი დაუნიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" სარეკორდო თანხად (94 მილიონი ევრო) "რეალში" გადასულ პორტუგალიელს ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულში უმთავრდება.

ასევე იხილეთ:
"მონაკო" მზადაა, კრიშტიანო
რონალდოში 85 მილიონი ევრო გადაიხადოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული