იკერ კასილიასი: ესპანეთის ნაკრებში თავს დებიუტანტივით ვგრძნობდი

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასმა ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე გამართული პირველი მატჩის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა 16 ივნისს, ჯგუფური ტურნირის პირველ ტურში ურუგვაის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო.

ანგარიში მე-20 წუთზე პედრო როდრიგესმა კუთხურიდან მოწოდების შემდეგ გახსნა. შესვენებამდე რობერტო სოლდადომ ანგარიში ორამდე გაზარდა. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონებმა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს - 88-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ლუის სუარესი გამოირჩა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



"საოცარი გრძნობა დამეუფლა. უკვე ხუთი თვეა, ოფიციალურ მატჩში არ მითამაშია და თავს დებიუტანტივით
ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გუნდში უკვე 145 მატჩი მაქვს ჩატარებული.

კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშითა და გამარჯვებით. დელ ბოსკესა და თანაგუნდელთა ნდობისათვის მადლობელი ვარ",
- უთხრა კასილიასმა ესპანურ პრესას.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ურუგვაი 2:1 - ვისენტე დელ ბოსკე კმაყოფილია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული