"რეალ სოსიედადმა" მორიგი სამი ქულა მოიპოვა მშობლიურ "ანოეტაზე", "რასინგის" კარში ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე გავიდა, როცა ჩაბი პრიეტომ საჯარიმოში ხოსება ლორენტე მოძებნა და თავდამსხმელმაც ტონიოს კარი დალაშქრა. ამ თამაშში სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდა კატალონიელი არბიტრი ალვარეს ისკუერდო, რომელმაც შეცდომით მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა სტუმართა შვედ გარემარბ კენედი ბაკირჩიოგლუს, შემდეგ, როცა მიხვდა, რომ შეცდა, ბარათი გონსალო კოლსას აუფრიალა ცხვირწინ, რომელსაც...
ბარსელონაში "ესპანიოლისა" და "მალაგას" მატჩს ტრიბუნიდან უყურა სტუმართა ახალმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ. ჩილელი მართლაც მძიმე მემკვიდრეობას იბარებს - ანდალუსიური გუნდი 7 ქულით გასავარდნ ზონაშია. ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა და მეტი გოლი არც გასულა - "ესპანიოლის" საყრდენმა ნახევარმცველმა ხავი მარკესმა შორეული დარტყმით აიღო არნაუს კარი - 1:0.
"სევილიას", რომელიც დღეს თამაშობს, ლაზარეთში მატებაა. გუნდის 25 წლის ფლეიმეიქერი ტიბერიო გუარენტე მუხლის ოპერაციას გაიკეთებს და ანდალუსიურ კლუბს, სულ მცირე, 6 თვით დააკლდება. თითქმის გამორიცხულია სერია ბ-ში გავარდნილი "ატალანტადან" 5,5 მილიონ ევროდ გადმოსულმა ფეხბურთელმა ამ სეზონში თამაში შეძლოს. გასულ კვირაში ოპერაცია გუნდის ლიდერმა ხესუს ნავასმა გაიკეთა და წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
"ყვითელი წყალქვეშა ნავის" წარმატებული ოდისეა გრძელდება - გუშინ "ვილიარეალმა" ბილბაოს "ატლეტიკი" გაანადგურა - 4:1. არადა თავიდან ფერნანდო ლორენტემ ბასკები დააწინაურა. სულ რაღაც 6-წუთიან მონაკვეთში ნილმარმა და კასორლამ გაუტანეს ბასკებს, მეორე ტაიმში კი თავი ჯუზეპე როსიმ და მონტერომ გამოიჩინეს. ამ გამარჯვების წყალობით "ვილიარეალმა" მოწინავე სამეულში შეინარჩუნა ადგილი.
თითქოს "მკვდარი" "დეპორტივო" გამოცოცხლდა და მოუგებელი სტარტის შემდეგ ზედიზედ მეორე ტურში იმარჯვა. გალისიელებმა ვალენსიაში 2:1 დაამარცხეს "ლევანტე. გალისიელთა ფორვარდმა რიკიმ რუბენ პერესის პასით გაიტანა, რასაც აიტამის გოლი მოჰყვა. მართალია, ხუანლუმ ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ მიგელ ანხელ ლოტინას გუნდმა 3 ქულა მაინც შეინარჩუნა.
აუტსაიდერმა "სარაგოსამ" 5-გოლიანი თრილერი მოუგო ფორმაში მყოფ "მალიორკას" - 3:2. მე-19 წუთზე კუნძულელებმა გახსნეს ანგარიში, პერერიას პასით პიერ ვებომ გაუტანა დობლასს. მეორე ტაიმში "სარაგოსამ" ბრაულიოსა და ლაფიტას კომბინაციის წყალობით გაათანაბრა. მაგრამ მიქაელ ლაუდრუპის გუნდი კიდევ ერთხელ გავიდა წინ, ისევ პერეირასა და ვებოს წყალობით, ოღონდ ამჯერად გოლი პერეირამ გაიტანა. "ლოს ბლანკილოსი" არ დანებდა, ჯერ ნიკოლას ბერტოლომ გაათანაბრა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე კი მარტიმ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და გაბიმ პენალტით გამარჯვება მრავალტანჯულ "სარაგოსას" მოუტანა.
პამპლონაში "ოსასუნამ" იოლად გაანადგურა გრანდების რისხვა "ერკულესი" - 3:0. ალიკანტეელთა კარში გოლების ანგარიში ნაჩო მონრეალმა გახსნა, შემდეგ თავი კიდევ ერთმა მცველმა ლოლომ გამოიჩინა, ბოლოს კი - უნგრელმა ლეგიონერმა კრისტიან ვადოცმა.
"ალმერია" 1:1 დაუზავდა ხიხონის "სპორტინგს". პაბლო პიატის პასით ანგარიში მიგელ ანხელ კორონამ გახსნა, მაგრამ "რეინჯერსის" ყოფილმა ფორვარდმა ნაჩო ნოვომ კარმელოს კუთხური გოლად აქცია და ასტურიელებს ქულა გადაურჩინა.
მადრიდში "ბარსელონა" სტუმრობდა, დედაქალაქის გარეუბანში "ალფონსო პერესზე" "ხეტაფე" ბერვს ეცადა, მაგრამ ჩემპიონთან ვერც უხეშობით და ვერც შემტევი თამაშით გააწყო რამე. ხოსეპ გვარდიოლას გუნდისთვის თავიდანვე ყველაფერი დიდებულად აეწყო. პირველ ტაიმში ლეო მესიმ და დავიდ ვილიამ დააწინაურეს სტუმრები, მეორეში პედრომ მესამეც გაიტანა. ამის შემდეგ კი "ხეტაფე" გამოცოცხლდა, კასკეროს ჩაწოდებას ჟერარდ პიკეს "ხელბურთი" მოჰყვა საკუთარ საჯარიმოში. მსოფლიოს ჩემპიონს წითელი ბარათი უჩვენეს, ხოლო ვალდესმა ვერ შეძლო მადრიდელთა კაპიტან მანუ დელ მორალის დარტყმის მოგერიება. თამაში აირია, მომენტები ორივე კართან უხვად იქმნებოდა, მესი ერთი-მეორის მიყოლებით ანიავებდა მათ. ამ დროს "ბარსელონას" სულზე მიუსწრო დერეკ ბოატენგის გაძევებამ, რომელიც თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მეტისმეტად ეუხეშა ხავიერ მასკერანოს - 1:3.
"ბარსელონა" სულ რაღაც 2 საათით გადავიდა პირველ ადგილზე, რადგან მადრიდულ დერბიში "რეალმა" თავისი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა და კვლავ დაჩაგრა "ატლეტიკო". ჟოზე მოურინიოს გუნდმა ეგრევე შეტევების ქარ-ცეცხლი დაატეხა დავიდ დე ხეას კარს. მსაჯებმა სამი ხედირას გოლი სავსებით სამართლიანად გააუქმეს - თამაშგარე აშკარა იყო, მაგრამ "რეალმა" მაინც მალე გახსნა ანგარიში რატომღაც მეკარესთან პირისპირ აღმოჩენილმა რიკარდო კარვალიომ ყველაფერი გამოცდილი ფორვარდის დონეზე შეასრულა. ეს მე-12 წუთზე მოხდა, 7 წუთში კი კრიშტიანო რონალდოს წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა ცაციათი მესუთ იოზილმა შეასრულა. დარტყმა კარგი კი იყო, მაგრამ მეკარე დე ხეას შეცდომაც აშკარაა.
მეორე ტაიმი გაცილებით უინტერესო გამოდგა, მოურინიოს გუნდმა შეინარჩუნა უპირატესობა და მადრიდული დერბიც მოსალოდნელი შედეგით დასრულდა - 2:0.
მომდევნო ტური
13 ნოემბერი: ბილბაო-ალმერია, ატლეტიკო-ოსასუნა, ბარსელონა-ვილიარეალი; 14 ნოემბერი: ერკულესი-რეალ სოსიედადი, მალაგა-ლევანტე, მალიორკა-დეპორტივო, რასინგი-ესპანიოლი, სარაგოსა-სევილია, სპორტინგი-რეალი, ვალენსია-ხეტაფე.
ესპანეთი. ლა ლიგა. X ტური
რეალ სოსიედადი-რასინგი 1:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - მარტინესი, ლაბაკა, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - რივასი, არანბურუ (84. ესტრადა) - ჩ. პრიეტო, ზურუტუზა (53. ელუსტონდო), გრიზმანი (78. სარპონგი) - ხ. ლორენტე.
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ენრიკე, ტორეხონი, სისმა - დიოპი (40. ლასენი), კოლსა - კენედი (67. ედუ ბედია), როზენბერგი, მუნიტისი - ნაუელპანი (57. ი. ბოლადო).
გოლი: 1:0 ხ. ლორენტე (7)
გაფრთხილება: რივასი - კენედი, დიოპი, ფრანსისი, კოლსა, დომინგო, ტორეხონი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 11-13 (4-3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 23 000
ესპანიოლი-მალაგა 1:0
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ხ. ლოპესი, ფორლინი, რუისი, დიდაცი - ბაენა, ხ. მარკესი (75. მოლინა) - ლ. გარსია (65. ს. გარსია), ვერდიუ, კალეხონი - ოსვალდო (90. ი. ალონსო).
მალაგა (4-2-3-1): არნაუ - ხ. გამესი, სტადსგაარდი, ველიგტონი, მტილიგა - აპონიო, ს. სილვა - ელიზეუ, სება (75. პორტილიო), ხუანმი (58. ქუინსი) - ბა (83. ედინიო).
გოლი: 1:0 ხ. მარკესი (1)
გაფრთხილება: ფორლინი, დიდაცი - აპონიო, ბა, ელიზეუ
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 20-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15-11 (6-3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 35 000
სარაგოსა-მალიორკა 3:2
სარაგოსა (5-4-1): დობლასი - დიოგო, იაროშიკი, ლანსარო (67. ბერტოლო), კონტინი, პონსიო (46. ობრადოვიჩი) - ხ. ლოპესი, ანდერი, გაბი, ლაფიტა (76. მ. პერესი) - ბრაულიო.
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რამისი, აიოსე - ხ. ვიქტორი, მარტი - ნსუე, დე გუზმანი (78. ტეხერა), პერეირა - ვებო.
გოლები: 0:1 ვებო (19), 1:1 ლაფიტა (56), 1:2 პერეირა (60), 2:2 ბერტოლო (84), 3:2 გაბი (94-პენ)
გაფრთხილება: ლანსარო, დობლასი, ბერტოლო, დიოგო - დე გუზმანი, ვიქტორი, პერეირა, ვებო, სენდროსი, მარტი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 10-19; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 22-8 (3-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 31 000
ვილიარეალი-ბილბაო 4:1 [ნახეთ გოლები]
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, მარჩენა, მუსაჩიო, კაპდევილა - ბ. ვალერო (84. ჯ. მონტერო), ბრუნო - კანი (70. სენა), ნილმარი (84. მატილია), კასორლა - როსი.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, უსტარიცი, აურტენეჩე - ხ. მარტინესი, გურპეგი - სუსაეტა (29. დე მარკოსი), ტოკერო (69. ველესი), მუნიაინი (46. გაბილონდო) - ფ. ლორენტე.
გოლები: 0:1 ფ. ლორენტე (6), 1:1 ნილმარი (39), 2:1 კასორლა (45), 3:1 როსი (84), 4:1 მონტერო (92)
გაფრთხილება: ბ. ვალერო, მუსაჩიო, კასორლა, ბრუნო - აურტენეჩე, მუნიაინი, გურპეგი, დე მარკოსი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 13-27; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 23-7 (9-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 20 000
ალმერია-სპორტინგი 1:1
ალმერია (4-3-3): დ. ალვეში - მასედო, კ. გარსია, აკასიეტე, ხუანმა ორტისი - მ'ბამი, ბერნარდელო (82. გოიტომი), კორონა (71. ვარგასი) - პიატი, უჩე (68. ულოა), კრუსატი.
სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - ლორა, ბოტია, ერნანდესი, ანხელი - რივერა (68. დე ლას კუევასი), მატაბუენა - ნ. ნოვო (89. პორტილია), კარმელო, დ. კასტრო - დ. ბარალი (83. ბილიჩი).
გოლები: 1:0 კორონა (15), 1:1 ნ. ნოვო (73)
გაფრთხილება: უჩე, ორტისი, მ'ბამი, პიატი, ულოა - კარმელო, ნოვო, ანხელი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-14 (3-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 13 000
ოსასუნა-ერკულესი 3:0
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - დამია, ლოლო, მ. ფლანიო, მონრეალი - პუნიალი, ნეკუნამი - ხუანფრანი, სორიანო (81. ვადოცი), მასუდი (86. კალეხა) - არანდა (90. კიკე სოლა).
ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - ხუანრა, როდრიგესი, პამარო, პენია - აგილარი (64. ტომერი), ფრიტცლერი - კიკო (85. პორტილიო), ტ. გომეში (64. კრისტიანი), დრენტე - ტრეზეგე.
გოლები: 1:0 მონრეალი (40), 2:0 ლოლო (55), 3:0 ვადოცი (92)
გაფრთხილება: მასუდი - როდრიგესი, პამარო, ფრიტცლერი, პენია
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 16-8 (5-1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 15 000
ლევანტე-დეპორტივო 1:2
ლევანტე (4-2-3-1): რეინა - ხ. ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, დელ ორნო - სერხიო, პალიარდო (54. ხ. ტორესი) - ვალდო (54. კაისედო), რ. სუარესი (65. ს. ნადალი), ხუანლუ - სტუანი.
დეპორტივო (5-4-1): არანსუბია - მ. პაბლო, კოლოტო, აიტამი, ლოპო, სეოანე - საული (77. ჟუკა), ხ. როდრიგესი, რ. პერესი, ადრიანი (83. ლასადი) - რიკი (61. პ. ალვარესი).
გოლები: 0:1 რიკი (10), 0:2 აიტამი (52), 1:2 ხუანლუ (72)
გაფრთხილება: ნანო, დელ ორნო - ლასადი, კოლოტო
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 11-11 (2-6); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 15 000
ხეტაფე-ბარსელონა 1:3 [ნახეთ გოლები]
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - პინტოსი, დიასი, რაფა, მანე - ვ. სანჩესი (67. ალბინი), ბოატენგი - პ. რიოსი (71. არისმენდი), კასკერო (63. პარეხო), მანუ - მიკუ
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, პიკე, მაქსველი - ჩავი (77. ბუსკეტსი), მასკერანო, ინიესტა - მესი, ვილია (71. მილიტა), პედრო (89. კეიტა).
გოლები: 0:1 მესი (22), 0:2 ვილია (33), 0:3 პედრო (64), 1:3 მანუ (70-პენ)
გაფრთხილება: კასკერო, ბოატენგი, პინტოსი, მანუ - პიკე, ინიესტა
გაძევება: პიკე (69), ბოატენგი (80)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 12-14 (5-8); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 17 000
რეალი-ატლეტიკო 2:0 [ნახეთ გოლები]
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, პეპე, რ. კარვალიო (82. ალბიოლი), მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (82. მ. დიარა), იოზილი, რონალდო - იგუაინი (73. ბენზემა).
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - ვალერა, უიფალუში, დომინგესი, ფილიპე ლუიში - რეიესი, მ. სუარესი, ტიაგო (68. რ. გარსია), სიმაო (75. დ. კოშტა) - ფორლანი, აგუერო.
გოლები: 1:0 რ. კარვალიო (12), 2:0 იოზილი (19)
გაფრთხილება: ხედირა, კარვალიო - სუარესი, ტიაგო
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 22-18 (13-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 80 000
სევილია-ვალენსია დღეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 10 8 2 0 28-5 26
2. ბარსელონა 10 8 1 1 22-7 25
3. ვილიარეალი 10 7 2 1 21-8 23
4. ესპანიოლი 10 6 0 4 9-13 18
5. ვალენსია 9 5 2 2 14-9 17
6. სოსიედადი 10 5 1 4 13-12 16
7. ატლეტიკო 10 4 2 4 13-13 14
8. მალიორკა 10 4 2 4 11-12 14
9. სევილია 9 4 2 3 14-16 14
10. ბილბაო 10 4 1 5 18-18 13
11. ხეტაფე 10 4 1 5 15-16 13
12. ოსასუნა 10 3 3 4 11-10 12
13. სპორტინგი 10 2 4 4 10-16 10
14. რასინგი 10 3 1 6 9-16 10
15. დეპორტივო 10 2 4 4 8-15 10
16. ალმერია 10 1 6 3 8-9 9
17. ერკუელსი 10 2 3 5 9-15 9
18. ლევანტე 10 2 2 6 10-18 8
19. სარაგოსა 10 1 4 5 10-17 7
20. მალაგა 10 2 1 7 14-22 7
ბომბარდირები: 11 - რონალდო (რეალი); 8 - მესი (ბარსელონა); 7 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 6 - ნილმარი (ვილიარეალი), როსი (ვილიარეალი); 5 - ტრეზეგე (ერკულესი), იგუაინი (რეალი).
სეგუნდა დივიზიონი
ბარსელონა-ვილიარეალი 4:1
გოლები: 1:0 მუნიესა (33), 1:1 ფალკე (35), 2:1 სორიანო (43-პენ), 3:1 ნოლიტო (74), 4:1 როჩინა (79)
კარტახენა-გრანადა 2:1
გოლები: 1:0 ვიქტორი (11), 1:1 ორელანა (15), 2:1 ტოჩე (37)
გაძევება: მუნიოსი (81. კარტახენა)
კორდობა-უესკა 2:0
გოლები: 1:0 დე სერიო (20), 2:0 აგუსი (38)
ხირონა-პონფერადინა 3:0
გოლები: 1:0 პერაგონი (3), 2:0 პერაგონი (23), 3:0 პერაგონი (34)
სალამანკა-ალბასეტე 1:0
გოლი: 1:0 პერიკო (37)რაიო ვალეკანო-ვალიადოლიდი 3:0
გოლები: 1:0 არმენტეროსი (22), 2:0 ლუკასი (67), 3:0 არმენტეროსი (83)
ხერესი-უელვა 1:1
გოლები: 1:0 რედონდო (11), 1:1 აიტორი (38-პენ)
გაძევება: რაფიტა (62. უელვა)
ნუმანსია-ალკორკონი 2:1
გოლები: 1:0 დიმასი (16), 2:0 გარმენდია (64), 2:1 ქუინი (81-პენ)
ელჩე-ლას პალმასი 2:2
გოლები: 0:1 სეხუდო (21), 1:1 ლინარესი (67), 1:2 ვიერა (75), 2:2 პერეირა (90)
სელტა-ბეტისი 1:1
გოლები: 1:0 ლოპესი (33), 1:1 კასტრო (73)
ტენერიფე-ხიმნასტიკი 0:2
გოლები: 0:1 ელოი (55), 0:2 მორანი (86)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 11 8 2 1 27-9 26
2. ვალეკანო 11 7 2 2 19-11 23
3. სელტა 11 6 4 1 20-11 22
4. ბარსელონა B 11 7 1 3 19-14 22
5. სალამანკა 11 6 2 3 11-9 20
6. ვალიადოლიდი 11 5 3 3 17-11 18
7. ლას პალმასი 11 4 5 2 20-16 17
8. ხერესი 11 5 1 5 15-19 16
9. გრანადა 11 4 3 4 17-14 15
10. კარტახენა 11 4 3 4 16-13 15
11. ნუმანსია 11 4 3 4 12-11 15
12. ელჩე 11 4 3 4 9-11 15
13. ხირონა 11 4 2 5 18-16 14
14. კორდობა 11 3 5 3 15-14 14
15. ალკორკონი 11 4 2 5 15-17 14
16. ვილიარეალი 11 4 1 6 15-22 13
17. ალბასეტე 11 2 4 5 8-11 10
18. უესკა 11 2 4 5 6-13 10
19. ხიმნასტიკი 11 2 3 6 10-13 9
20. პონფერადინა 11 2 3 6 7-21 9
21. უელვა 11 0 7 4 5-14 7
22. ტენერიფე 11 1 3 7 9-20 6
ბომბარდირები: 9 - ქუინი (ალკორკონი); 7 - გეიხო (გრანადა), რუბენ კასტრო (ბეტისი); 6 - ტოჩე (კარტახენა), ემანა (ბეტისი), ხავი გუერა (ვალიადოლიდი), პერაგონი (ხირონა), დ. როდრიგესი (სელტა).
პორტუგალია. ლიგა საგრეში. X ტური
ფერეირა-ნასიონალი 0:1
გოლი: 0:1 მატეუში (88)
სეტუბალი-რიუ ავე 3:3
გოლები: 1:0 ჟაილსონი (3), 1:1 იაზალდე (15), 1:2 ტომაში (31), 2:2 ვალდომირო (55), 3:2 ნეკა (63), 3:3 ტომაში (90)
გაძევება: სიდნეი (90. რიუ ავე)
ბრაგა-ბეირა მარი 2:3
გოლები: 0:1 ტატუ (23), 0:2 რონი (51), 0:3 რონი (68), 1:3 მეიონგი (75-პენ), 2:3 ლიმა (87)
მარიტიმუ-ლეირია 1:1
გოლები: 0:1 კარლაუ (50), 1:1 კლებერი (52)
ნავალი-ოლანენშე 1:1
გოლები: 1:0 ბოლივია (3), 1:1 კადუ (52)
პორტიმონენშე-აკადემიკა 2:2
გოლები: 0:1 ფიდალგო (18), 0:2 მორაიში (45), 1:2 რენატინიო (65), 2:2 ნილსონი (66)
გაძევება: კანდეიაში (90. პორტიმონენშე)
პორტუ-ბენფიკა 4:0
გოლები: 1:0 ვარელა (12), 2:0 ფალკაუ (24), 3:0 ფალკაუ (28), 4:0 ჰალკი (80-პენ)
გაძევება: ლუიზაო (66)
სპორტინგი-გიმარაეში დღეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუ 10 9 1 0 24-4 28
2. ბენფიკა 10 6 0 4 13-10 18
3. ნასიონალი 10 5 1 4 12-12 16
4. აკადემიკა 10 4 3 3 17-13 15
5. გიმარაეში 9 4 3 2 11-8 15
6. სპორტინგი 9 4 3 2 9-7 15
7. ბრაგა 10 4 2 4 16-14 14
8. ოლანენშე 10 3 5 2 10-9 14
9. ბეირა მარი 10 3 5 2 11-11 14
10. სეტუბალი 10 3 4 3 8-11 13
11. ლეირია 10 3 3 4 8-12 12
12. ფერეირა 10 2 5 3 9-11 11
13. მარიტიმუ 10 1 5 4 5-8 8
14. პორტიმონენშე 10 2 2 6 10-17 8
15. რიუ ავე 10 1 4 5 8-13 7
16. ნავალი 10 1 2 7 6-17 5
ბომბარდირები: 9 - ჰალკი (პორტუ); 6 - ვარელა (პორტუ), ფალკაუ (პორტუ); 5 - ტომაში (რიუ ავე), ფიდალგო (აკადემიკა).