ბარსელონა ათწლეულის საუკეთესო გუნდია

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის (CIHEFE) ფედერაციამ XXI საუკუნის პირველი დეკადის საუკეთესო კლუბად "ბარსელონა" დაასახელა. კატალონიურმა გრანდმა 1 630 ქულა მოაგროვა, მისმა მუდმივმა მეტოქემ ნებისმიერი სახის ნომინაციაში, მადრიდის "რეალმა" კი - 1 482. CIHEFE-ს რეიტინგი ისეა შედგენილი, რომ ტიტულებზე მეტად მოგებებს და ფრეებს ენიჭება უპირატესობა, როგორც ლა ლიგაში, ისე "სამეფო თასზე" ან ევროტურნირებზე. ასეც რომ ყოფილიყო, მაინც "ბარსელონა" გაიმარჯვებდა, რადგან საუკუნის პირველ ათწლეულში კატალონიელებმა 12 ტიტული მოიგეს, 7 გვარდიოლას და 5 რაიკაარდის მეთაურობით.


გვარდიოლა 99
ოთხშაბათს თუკი "ბარსელონა" სამეფო თასის
მეთექვსმეტედფინალში "სეუტას" მოუგებს, ეს ხოსეპ გვარდიოლასთვის მე-100 ბარსელონური გამარჯვება იქნება კარიერაში. კვირას "ხეტაფესთან" 3:1 გამარჯვება გუნდის ყოფილი ნახევარმცველისთვის 99-ე იყო. გვარდიოლამ 2008 წლის ზაფხულში ჩაიბარა გუნდი და მას შემდეგ თამაშების 71% მატჩებისა მოიგო. "ხეტაფესთან" შეხვედრა პეპისთვის 138-ე იყო 6 სხვადასხვა შეჯიბრებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული