ესპანური გუნდის თავკაცს უნდა, რომ "ბარსელონამ" მცველი შეიძინოს.
არგენტინელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმღვანელობას დავიდ ლუისის (ჩელსი), დანიელ აგერისა (ლივერპული) და იან ვერტონგენის (ტოტენჰემი) გადაბირება სთხოვა. ამის შესახებ Mundo Deportivo იუწყება.
აქვე გეტყვით, რომ "ჩელსიმ" უკვე უარყო "ბარსელონას" შეთავაზება დავიდ ლუისზე. ესპანელები მზად იყვენენ ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაეხადათ.