მადრიდის "ატლეტიკომ" გოლკიპერი იყიდა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" გოლკიპერი მიგელ ანხელ მოია შეიძინა.

29 წლის ფეხბურთელი აქამდე "ხეტაფეში" ირჯებოდა, სადაც ის "ვალენსიადან" იჯარით თამაშობდა, თუმცა შარშან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა მადრიდულ კლუბთან.

მართალია, თავიდან მოია სათადარიგო სკამზე იქნება და ტიბო კურტუა ითამაშებს, მაგრამ ცხადია, რომ მისი სახით ბელგიელს ძლიერი კონკურენტი შეემატა. დიეგო სიმეონეს უკვე მოუწევს არჩევანის გაკეთება ორ ძლიერ მეკარეს შორის.

აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოს" მოიას ყიდვა ჯერ კიდევ 5 წლის წინ უნდოდა. ამ სეზონის შემდეგ კურტუა ყველა ვარიანტში დაბრუნდება "ჩელსიში", ასე რომ, მოიას კარგი შანსი აქვს, სეზონის
ბოლოსკენ "ატლეტიკოს" ნომერ პირველი მეკარე გახდეს.

ასევე იხილეთ:
დავიდ ვილიამ მადრიდის "ატლეტიკოში" პირველი გოლი გაიტანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული