კუნი ქუჩის აკადემიაზე

AutoSharing Option

 

ესპანური მედიის ცნობით, "რეალ სოსიედადის" ფრანგი შემტევი ანტუან გრიზმანი დიდ ხანს ვეღარ გაჩერდება ბასკურ კლუბში, მისით უკვე ისეთი კლუბები დაინტერესდნენ, როგორიც "ლივერპულია". ას იტყობინება, რომ "წითლები" უკვე რამდენიმე თვეა, რაც 19 წლის ფეხბურთელის თამაშს აკვირდებიან. ფრანგი მართლაც კარგად ათამაშდა, ის 8-ჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და სამი გოლიც გაიტანა. მოედანზე გრიზმანი კარგად უგებს გამოცდილ ხოსება ლორენტეს.
"ლივერპულის" ახალი საფეხბურთო დირექტორი დამიენ კომოლი იმედოვნებს, რომ კლუბი შეძლებს იანვარში გრიზმანის სანაცვლოდ 8,2 მილიონი ევროს გაღებას. თუმცა, გვეეჭვება, ბასკები ამ თანხას დაჰყაბულდნენ - ფრანგმა

სულ ახლახან გაახანგრძლივა "რეალ სოსიედადთან" ხელშეკრულება და კონტრაქტის თანახმად, მისმა მოსურნე კლუბმა სან სებასტიანელებს 30 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.


ღამურებში კრიზისია

"ვალენსიას" მარცხენა მცველი ჟერემი მატიო გამოაკლდა. ფრანგმა მარცხენა მცველმა მარჯვენა ფეხზე კუნთი დაიზიანა. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ კუნთი სულ მცირედით არის ჩაწყვეტილი, მაგრამ მატიომ 15-20 დღე მაინც უნდა იუქმოს, რომ ტრავმა ბოლომდე მოშუშდეს. შემდეგ ტურში "ვალენსია" "ელ მადრიგალზე" "ვილიარეალს" ეწვევა, ტურის ცენტრალური ჯახის წინ უნაი ემერის დიდი თავსატეხი გაუჩნდა - მატიოს შემცვლელი ხორდი ალბაც დაშავებულია. მართალია, ალბას კიდევ აქვს შანსი ამ მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს. ემერის საფიქრალი მხოლოდ ამით არ ამოიწურება, საეჭვოა მეჰმეთ თოფალისა და ხუან მატას თამაში, ხოლო დავიდ ალბელდა დისკვალიფიცირებულია.


კუნი ქუჩის აკადემიაზე

არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი სერხიო აგუერო მიიჩნევს, რომ ფეხბურთის თამაშის სწავლის საუკეთესო საშუალება ქუჩაა: "ფეხბურთის თამაში ქუჩაში ვისწავლე. სკოლის შემდეგ, ყოველ დღე, ვიკრიბებოდით და ვთამაშობდით. ქუჩა კარგი სკოლაა, იქ ძალიან ბევრ საინტერესოს ისწავლი". "კუნი", რომელიც ახლახან მამაკაცთა ჟურნალ FHM-ს ყდაზე მოხვდა, "ქუჩური გაგების" დიდი ტრფიალი ყოფილა. ჟურნალთან ინტერვიუში არგენტინელი თავის ოცნებაზეც საუბრობს: "ჩემი სანუკვარი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება და ფინალში გოლის გატანაა".


პლატინი: ბურთი ჩავის!

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი მიიჩნევს, რომ "ოქროს ბურთი", წესით, ჩავიმ ან ანდრეს ინიესტამ უნდა მოიგოს, მაგრამ ყველაზე მეტად პრიზს მაინც ჩავი იმსახურებს. სხვათა შეფასებითაც ფავორიტები სწორედ ჩავი და ინიესტა არიან "ინტერის" ჰოლანდიელ ნახევარმცველ ვესლი სნეიდერთან ერთად. "ორი წლის წინათ მე რონალდო ავირჩიე, შარშან - მესი, ახლა კი ჩავის მივცმემდი ხმას, რომელმაც ესპანეთის ნაკრებთან და "ბარსელონასთან" ერთად ყველაფერი მოიგო", - განაცხადა ლეგენდარულმა ფრანგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული