"ყველა ტესტმა გვიჩვენა, რომ იგი აბსოლუტურად ჯანმრთელია. ახლა დი მარიას დასვენება სჭირდება, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის მერე ძალები ჯერ ბოლომდე ვერ აღიდგინა. იგი "რეალს" სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება", - აცხადებს მადრიდელი ექიმი.
შვებულებაში გასვლამდე კი დი მარიას პრეზენტაცია გაიმართება. ცერემონიალი პარასკევს შედგება "სანტიაგო ბერნაბეუზე".