ესპანეთი. ლა ლიგა. V ტური: "ბარსელონა" და "ატლეტიკო" დანაკარგის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით - "ბარსელონამ", ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, "რაიოსთან" წააგო, მაგრამ შეხვედრა მაინც 4:0 მოიგო...

პირველად ბოლო ხუთ წელიწადში
"რაიო ვალეკანო"-"ბარსელონას" გმირი პედრო როდრიგესი გახდა, რომელმაც კატალონიურ კლუბში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა. ანგარიში კანარის კუნძულებზე დაბადებულმა ფეხბურთელმა ლიონელ მესის შესანიშნავი დრიბლინგის და გადაცემის შემდეგ გახსნა.

მეორე ტაიმში კი 26 წლის ფორვარდმა ფაბრეგასის და ნეიმარის გადაცემებით ისარგებლა.

შეხვედრის ბოლო გოლის ავტორი კი სესკ ფაბრეგასი გახდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა: "ჩვენ, ანუ იმ ფეხბურთელებს,
ვისაც ხშირად თამაში გვსურს, როტაცია არ მოგვწონს, მაგრამ ვიცით, რომ ეს აუცილებელია და სეზონის ბოლოს მწვრთნელს ამისთვის მადლობასაც ვეტყვით".

მადრიდელებს ცუდად არ უთამაშიათ. ჯერ კიდევ 0:1-ზე მასპინძლებს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი მიეცათ, მაგრამ "ბარსელონას" აღზრდილმა რობერტო ტრაშორასმა 11-მეტრიანი ვერ გაიტანა - "რაიოს" ვეტერანს ვიქტორ ვალდესმა აჯობა და პენალტი ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოიგერია.

როგორც აღვნიშნეთ, "რაიომ" მეტოქეს ბურთის ფლობის მხრივ აჯობა, ასეთი რამ კი ბოლოს ხუთი წლის წინ, 2008 წლის 7 მაისს მოხდა, როდესაც ფრანკ რაიკარდის გაწვრთნილმა კატალონიელებმა მადრიდის "რეალთან" 1:4 წააგეს. იქიდან მოყოლებული, 316 მატჩის განმავლობაში ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობას ყოველთვის "ბარსა" ფლობდა. ეს სერია მოიცავდა პეპ გვარდიოლას ყველა 247 შეხვედრას და ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით გამართულ 60 მატჩს.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ "ტატა" მარტინოს ხელმძღვანელობით "ბარსელონამ" მე-8 მატჩი ჩაატარა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკო" "ბარსას" არ ჩამორჩა
მორიგი, ასევე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა მადრიდის "ატლეტიკომ", რომელმაც გასვლაზე "ვალიადოლიდს" სძლია. დიეგო სიმეონეს გუნდიდან გოლები საუკეთესო ბომბარდირებმა, რაულ გარსიამ და დიეგო კოშტამ გაიტანეს.

ესპანელი ნახევარმცველი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია - რაულ გარსიას ანგარიშზე უკვე ოთხი გოლია. ასეთი შედეგიანი პამპლონელი ფეხბურთელი ბოლოს მშობლიურ "ოსასუნაში" იყო, სადაც 2011/12 წლების სეზონი 11 გოლით დაასრულა.

თავი გამოიჩინა ესპანეთის ნაკრებში მიწვეულმა კოკემ. მართალია, მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ორი საგოლე პასი გააკეთა და შეხვედრის ერთ-ერთი გმირის სტატუსიც დამსახურებულად მიიღო.

დერბიში "რეალმა" იმარჯვა
მცირე მადრიდულ დერბიში სამი ქულა კარლო ანჩელოტის შეგირდებმა მოიპოვეს. ჩემპიონატში თავისი მე-4 გოლი გაიტანა ისკომ, რომელიც ახალ კლუბს შესანიშნავად შეეწყო და ნელ-ნელა "რეალის" ერთ-ერთ ლიდერად ყილიბდება. კრიშტიანო რონალდომ კი სეზონში (ლა ლიგაში) პირველი დუბლი შეასრულა.

ანგარიში მოულოდნელად სტუმრებმა გახსნეს - მიკუ-ლაფიტას კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა და ბევრს 2011 წლის 30 აპრილი გაახსენდა, როდესაც "სარაგოსაში" მოთამაშე ლაფიტამ "ბერნაბეუზე" დუბლი შეასრულა, პენალტიც მოიპოვა და არაგონელებს 3:2 მოაგებინა.

საერთოდ, 29 წლის ნახევარმცველმა ბოლო ოთხ სეზონში თავი 11-ჯერ გამოიჩინა და აქედან 4 ბურთი მან "სამეფო კლუბს" გაუტანა.

ისკოს და რონალდოს გარდა, ამ შეხვედრაში თავი პეპემაც გამოიჩინა, რომელმაც თავისი ნორმა (სეზონში 1 გოლი) უკვე შეასრულა. პორტუგალიელს "ხეტაფესთან" არც ისე კარგი მოგონებები აკავშირებს - 2009 წელს, სწორედ თანაქალაქელთან შეხვედრაში გადავიდა ჭკუიდან და კასკერო "წიხლქვეშ გაიგდო", რის შემდეგაც 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

საბოლოოდ, მატჩი 4:1 დასრულდა და "რეალმა" წინა სეზონში სტუმრად განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ემერი ყოფილ გუნდთან დამარცხდა
ტურის ცენტრალური მატჩი კი "მესტალიაზე" გაიმართა, სადაც "ვალენსიამ" "სევილიას" უმასპინძლა, რომელიც ამ შეხვედრის წინ ბოლო ადგილზე იმყოფებოდა და 90 წუთის შემდეგ დარჩა კიდეც ბოლო პოზიციაზე.

უნაი ემერიმ ყოფილ გუნდთან წააგო და მდგომარეობა საკმაოდ გაირთულა. უახლოეს შეხვედრას "სევილია" ოთხშაბათს, "რაიო ვალეკანოსთან" გამართავს და თუ იქაც ვერ იმარჯვა, დიდი შანსია, ბასკი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან მოხსნან.

შეხვედრის გმირი გახდა ბრაზილიელი ჟონასი, რომელმაც ჩემპიონატში პირველი გოლები გაიტანა და დუბლი შეასრულა. "სევილიას" მხრიდან კი გამოირჩა კევინ გამეირო, რომელიც ემერიმ გოლის შემდეგ შეცვალა და მის ნაცვლად ახალგაზრდა ურუგვაელი ნახევარმცველი სებასტიან კრისტოფორო გამოიყვანა.

გუნდის თამაშის დაცვაზე გადაწყობა "სევილიას" მწვრთნელს ძვირად დაუჯდა - ჟონასმა "ღამურები" კვლავ დააწინაურა, რასაც ცოტა ხანში ცვლილებაზე გამოსული ვიქტორ რუისის გოლიც მოჰყვა.

საბოლოოდ, 3:2 და "ვალენსიამ" წინა სეზონის ბოლო ტურში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. შეგახსენებთ, რომ შარშან ემერიმ, მისი გუნდისთვის უმოტივაციო შეხვედრაში, "ვალენსიას" 4:3 მოუგო და ყოფილი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა, ახლა კი "ვალენსიასთან" მარცხი შესაძლოა მას სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს.

პამპლონელების პირველი გამარჯვება
ტური პარასკევს, "ოსასუნას" და "ელჩეს" შეხვედრით დაიწყო. ნავარელებმა 2:1 მოიგეს და არა მარტო პირველი გამარჯვება, არამედ პირველი ქულებიც მოიპოვეს. მასპინძელთა მხრიდან გოლები ემილიანო არმენტეროსმა და ორიოლ რიერამ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის რიერამ ლა ლიგაში კარიერის განმავლობაში პირველი გოლი გაიტანა.

ესპანეთი. ლა ლიგა. V ტური
ოსასუნა-ელჩე 2:1
გოლები: 1:0 ე. არმენტეროსი (16), 2:0 ორიოლ რიერა (48), 2:1 ედუ ალბაკარი (88-პენ)
ოსასუნა(4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი -დამია, ლოტიე, არიბასი, ორიოლი - ლოე, ფ. სილვა - სისი (85. მარკ ბერტრანი), რობერტო ტორესი (74. პუნიალი), ე. არმენტეროსი - ორიოლ რიერა (80. მანუელი)
ელჩე (4-2-3-1): მანუ ერერა - დ. სუარესი, ლომბანი, ბოტია, ედუ ალბაკარი - რუბენ პერესი, კ. სანჩესი (71. ხავი მარკესი) - მ. სტევანოვიჩი (61. მანუ დელ მორალი), კორომინასი, ფიდელი - ბოაკიე
გაფრთხილება:არიბასი, ლოე - კ. სანჩესი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 8-12 (3-4); ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 13 566

სოსიედადი-მალაგა 0:0
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო -კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ბერგარა, რუბენ პარდო (66. სურუტუსა) - ველა, ჩაბი პრიეტო, გ. კასტრო (66. გრიზმანი) - აგირეჩე (76. სეფეროვიჩი)
მალაგა (4-2-3-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ანხელერი, ანტუნეში - სერხი დარდერი, ტისონე - პორტილიო (84. კამაჩო), დუდა, ელიზეუ (56. პ. მორალესი) - ელ ჰამდაუი (66. სანტა კრუსი)
გაფრთხილება:ი. მარტინესი, ჩაბი პრიეტო, რუბენ პარდო - ანხელერი, ტისონე, სერხიო სანჩესი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 10-11 (2-4); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 25 265

ალმერია-ლევანტე 2:2
გოლები: 1:0 ვერსა (45-პენ), 2:0 სუსო (51), 2:1 ელ ჟარი (55-პენ), 2:2 პ. დიოპი (60)
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - ნელსონი, პელერანო, ტრუხილიო, კ. ფერნანდესი - ვერსა, ტებარი - სუსო (87. ელდერ ბარბოსა), სორიანო (58. რაფიტა), ალექს ვიდალი - როდრი (75. ოსკარ დიასი)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - ლელი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - პ. დიოპი, სერჟიუ პინტუ - ჩუმეტრა, ივანშიტცი (81. ბარალი), პედრო რიოსი (46. ელ ჟარი) - ბ. დიავარა (68. ნონგი)
გაფრთხილება:სორიანო, ვერსა, კ. ფერნანდესი, როდრი, პელერანო - ლელი, დ. ნავარო, სერჟიუ პინტუ, ჩუმეტრა, პედრო რიოსი, ივანშიტცი, ელ ჟარი
გაძევება: კ. ფერნანდესი (54. ალმერია)
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-16 (8-7); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 9 646

ვალეკანო-ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 პედრო (33), 0:2 პედრო (47), 0:3 პედრო (72), 0:4 ფაბრეგასი (80)
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო (46. ნაჩო მარტინესი), არბილია, გალვესი, მოხიკა - რაულ ბაენა, ტრაშორასი - ა. პერეა (48. ადრი ემბარბა), ვიერა (58. ლარივეი), საულ ნიგესი - ა. ბუენო
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ჩავი (84. ჯონათან დოს სანტოსი), ა. სონგი, ფაბრეგასი - პედრო (75. ინიესტა), მესი, ნეიმარი (80. ტელიო)
გამოუყენებელი პენალტი: ტრაშორასი (36. რაიო ვალეკანო)
გაფრთხილება:ტრაშორასი, რაულ ბაენა - ადრიანო
კუთხური: 6-14; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 14-14 (9-8); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 11 740

ვალიადოლიდი-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 რაულ გარსია (56), 0:2 დიეგო კოშტა (72)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, რუედა, პენია, ბერგდიხი - სასტრე, ფ. როსი - ებერტი (82. გ. გარსია), ო. რამოსი (57. ოსორიო), რამა - ხავი გერა (74. მანუჩო)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა -მანკილიო, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - რაულ გარსია (76. კ. როდრიგესი), მარიო სუარესი, გაბი, კოკე (84. ლეო ბაპტიშტაო) - ვილია (58. არდა თურანი), დიეგო კოშტა
გაფრთხილება:სასტრე, ფ. როსი - მარიო სუარესი, გაბი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-15 (2-6); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 16 935

ბეტისი-გრანადა 0:0
ბეტისი (4-2-3-1): სარა - ჩიკა, პაულაო, ამაია, ნაჩო - მატილია, ხავი ტორესი - ხუანფრანი, სალვა სევილია (77. ვერდუ), ა. ვადილიო (50. ბ. როდრიგესი) - ხორხე მოლინა (72. სედრიკ მაბვატი)
გრანადა (4-4-1-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მურილიო, ანგულო - მ. პერეირა (61. ბრაჰიმი), იტურა, რესიო, ა. გარსია (66. დანი ბენიტესი) - ბუონანოტე (78. იებდა) - ელ-არაბი
გაფრთხილება:ნაჩო, ჩიკა, პაულაო, ამაია - რესიო
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 19-4 (6-1); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 30 000

სელტა-ვილიარეალი 0:0
სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, დავიდ კოსტასი, აურტენეჩე, ტონი - ალექს ლოპესი (76. ორელიანა), ფონტასი, რაფაელ ალკანტარა - ა. ფერნანდესი (63. კრონ-დელი), მინა (58. ნოლიტო) - შარლესი
ვილიარეალი(4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, დორადო, ხაუმე კოსტა - ვ. აკინო, ბრუნო, ტრიგეროსი (58. პინა), კანი (68. ე. პერესი) - ხ. პერეირა, ჯოვანი დოს სანტოსი (77. პერბე)
გაფრთხილება:ალექს ლოპესი, აურტენეჩე, დავიდ კოსტასი, რაფაელ ალკანტარა, უგო მალიო - ბრუნო
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 5-12 (1-4); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 20 505

რეალი-ხეტაფე 4:1
გოლები: 0:1 ლაფიტა (5), 1:1 პეპე (19), 2:1 კრიშტიანო რონალდო (34-პენ), 3:1 ისკო (59), 4:1 კრიშტიანო რონალდო
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანი კარვახალი, პეპე, ნაჩო, არბელოა -ხედირა, ილიარამენდი (77. მოდრიჩი) - დი მარია, ისკო (84. ხესე როდრიგესი), კრიშტიანო რონალდო - ბენზემა (80. მორატა)
ხეტაფე(4-4-1-1): მოია - აროიო (70. რაფა), ლისანდრო ლოპესი, ალექსისი, სერხიო ესკუდერო (46. რობერტო ლაგო) - პედრო ლეონი, მიჩელი, მოსკერა, დიეგო კასტრო - ლაფიტა (45. სარაბია) - მიკუ
გაფრთხილება:დანი კარვახალი - ალექსისი, მიჩელი, პედრო ლეონი
გაძევება: მიჩელი (85. ხეტაფე)
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 29-7(11-4); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 70 063

ვალენსია-სევილია 3:1
გოლები: 1:0 ჟონასი (32), 1:1 გამეირო (52), 2:1 ჟონასი (74), 3:1 ვიქტორ რუისი (82)
ვალენსია (4-4-1-1): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა, რ. კოშტა (58. ვიქტორ რუისი), მატიო, გუარდადო - პაბონი (71. ბერნატი), ხავი ფუეგო, ბანეგა, კარტაბია - ჟონასი (78. კანალესი) - ელდერ პოშტიგა
სევილია (4-4-1-1): ბეტუ - კოკე, კალა, ფ. ნავარო, ა. მორენო - ხაირო სამპეირო, რაკიტიჩი, მბია (76. ბაკა), ვიტოლი (71. ბ. რაბელიო) - მარინი - გამეირო (63. კრისტოფორო)
გაფრთხილება: ჟონასი, ბანეგა - კალა
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 26-9 (6-3); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 51 000

23 სექტემბერი
ესპანიოლი-ბილბაო 00:00

ბომბარდირები
6 - მესი (ბარსელონა); 5 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო), პედრო (ბარსელონა); 4 - რაულ გარსია (ატლეტიკო), როდრი (ალმერია), ისკო (რეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი)

მომდევნო ტური
24 სექტემბერი:
ბარსელონა-სოსიედადი, ლევანტე-ვალიადოლიდი, მალაგა-ალმერია, ატლეტიკო-ოსასუნა.

25 სექტემბერი:
გრანადა-ვალენსია, სევილია-რაიო ვალეკანო, ელჩე-რეალი.

26 სექტემბერი:
ბილბაო-ბეტისი, ხეტაფე-სელტა, ვილიარეალი-ესპანიოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული