ესპანეთის მოქმედი ჩემპიონები მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და ისტორიულ მეტოქეს მადრიდის "რეალს" ერთადერთი ქულით ჩამორჩებიან. 29 ნოემბერს გასამართ "კლასიკომდე" შაბათს "ლოს ბლანკო" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლებს, მაშინ როცა "ბარსელონა" "ალმერიას" ესტუმრება. ბევრი უკვე "კლასიკოზე" ფიქრობს, ინიესტა კი ცივ გონებას ინარჩუნებს.
"სამი ქულის აღება "ალმერიასთან" ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მადრიდის "რეალის" დამარცხებით მოპოვებული სამი ქულა. არა მგონია, ძალიან ძნელი იყოს
ინიესტამ ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ დაპირისპირებაზეც ისაუბრა: "ბილბაო" ყოველთვის რთული მეტოქეა, მითუმეტეს რომ მეორე თამაში სტუმრად გვიწევს. ისინი თასზე ყოველთვის საშიშნი არიან". "
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი პსვ-დან იბრაჰიმ აფელაის გადმოსვლასაც მიესალმა და აღნიშნა: "ის იმიტომ მოვიდა, რომ გუნდს სჭირდება და კლუბის მესვეურები მასში კარგ ფეხბურთელს ხედავენ. ვიცი, რომ აფელაის ბევრი კარგი თვისება აქვს და თან ძალიან ახალგაზრდაა. "ბარსელონა" მისთვის იდეალური ადგილი იქნება, სადაც როგორც ფეხბურთელი, გაზრდას შეძლებს".
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით