ბილბაოს "ატლეტიკის" ნახევარმცველმა იგორ გაბილონდომ ბასკურ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გააგრძელა. ახლა გაბილონდო "ატლეტიკს" 2012 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის.
გაბილონდოს შესანიშნავი სეზონი აქვს - 11 მატჩში 31 წლის ფეხბურთელმა 4 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ფერნანდო ლორენტეს ჩამორჩება.