გთავაზობთ ჟოზე მოურინიოს ინტერვიუს, რომელიც პორტუგალიელმა მწვრთნელმა ლონდონში, დაჯილდოვებაზე ყოფნისას ფიფას ოფიციალურ საიტს მისცა.
- როგორ ფიქრობთ, თქვენ გაწვრთნილ "რეალს" აქვს შანსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის?
- დიახ, თუმცა ჩვენ შეიძლება მანამდეც გავარდეთ. თუკი გამოცდილებამ რამე მასწავლა, პირველი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული ტურნირია. ამ შეჯიბრებაში ერთი უმნიშვნელო შეცდომაც შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეს. ამიტომ ასე ვიტყოდი - ჩვენი ამოცანაა გადავლახოთ მერვედფინალური ეტაპი, ზღუდე, რომელიც "რეალს" 2004 წლის მერე ვერ გადაულახია.
- ლონდონის გზაზე, რომელი გუნდი გესახებათ უმთავრეს კონკურენტად?
- ისინი
- ცოტა ხნის წინათ "სან სიროზე" მოგიწიათ დაბრუნება, თავს როგორ გრძნობდით იქ?
- "სან სიროზე" დაბრუნება ძალიან ამაღელვებელი იყო, ასევე საინტერესო იქნება "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნებაც, სადაც რამდენიმე კარგი სეზონი გავატარეთ. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ერთი თამაშით თითქოს "სახლში" ბრუნდები. მართლაც ბრწყინვალე იქნება, ერთხელაც "სან სიროზე" გუნდის გამოყვანა მაშინ მომიწევს, როცა ტრიბუნები "ინტერისტებით" იქნება გადავსებული. სხვათა შორის, "მილანთან" თამაშისას ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას და მიხარია, ესე იგი ისინი ისევ ლოიალურად არიან ჩემს მიმართ განწყობილნი.
- "მილანზე" რას იტყვით, შესაძლო კონკურენტებში არ მოგიხსენიებიათ...
- "მილანს" ევროპის საუკეთესო თავდამსხმელები ჰყავს, მაგრამ "რეალმა" იტალიურ გუნდს ორივე თამაშში აჯობა. ჩვენი იყო ინიციატივა, ბურთს ვაკონტროლებდით და ტემპსაც. ორ მატჩში 4 ქულა ავიღეთ, როცა შარშან "რეალმა" მხოლოდ 1 ქულა აიღო "მილანთან" დაპირისპირებაში. ბიჭებს კიდევ აკლიათ ჩემპიონთა ლიგის ნიუანსებში გარკვევა.
- რატომ არ იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბარსელონური კარიერა წარმატებული და მოიწვევდით თუ არა მას "რეალში"?
- არ ვიცი და, სიმართლე გითხრათ, არც არის ჩემი საქმე. ერთს ვიტყვი, რომ ჩემი ხელმძღვანელობით "ინტერში" 25 გოლით სერია A-ს ბომბარდირი გახდა და ერთი სერიოზული პრობლემაც არ მქონია მასთან ურთიერთობაში. მას ძალიან ვაფასებ და ვფიქრობ, ისიც მაღალი შეხედულებისაა ჩემზე. მას კი წამოვიყვანდი "რეალში", მაგრამ ეს იყო შეუძლებელი. მას შემდეგ, რაც ლუიშ ფიგუს გადახდა, ალბათ, საუკუნეები გაივლის, სანამ "ბარსას" ფეხბურთელი "რეალში" გადავა, ან პირიქით.
- თქვენ სამუელ ეტოო და დიდიე დროგბა გაგიწვრთნიათ, რა აზრის ხართ მათზე?
- "მამა მია", რა ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან! ამ ორის მწვრთნელობა ჩემთვის უდიდესი პატივია. მეგოლე მკვლელები, რომელთაც გოლის გატანის ენითაუწერელი უნარი აქვთ. ძალიან მაგარი ბიჭები არიან ეტოო და დროგბა.
- მალე პირველი "კლასიკო" გელით კარიერაში. არის კი მზად "სამეფო კლუბი" "ბარსელონასთან" საბრძოლველად?
- "ბარსელონა" დიდი გუნდია, გუნდური ფილოსოფიით, რასაც დიდი ისტორია აქვს. მათ ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთაც ლამის მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს: ანდრეს ინიესტა, ჩავი, ლეო მესი... მათი დამარცხება არც ისე იოლია, მაგრამ ჩვენც საკმაოდ ძლიერები ვართ, საკმარისად, რომ მათ ტიტულისთვის ბრძოლაში შევეცილოთ. ისე, "ბარსა" ორჯერ მყავს დამარცხებული, "ჩელსიში" და "ინტერში" მუშაობისას, თუმცა სათასო ფორმატით მათი ძლევა უფრო მარტივია, ვიდრე ჩემპიონატში.
- შეგიძლიათ უფრო ვრცლად თქვათ, რას გულისხმობდით საერთო ფილისოფიაში?
- პეპი კარგად მოერგო ამ ფსიქოლოგიას, რომელიც იოჰან კრუიფის დროიდან არსებობს და რომელიც არც ლუის ვან გაალს და არც ფრანკ რაიკაარდს არ დაურღვევიათ. აი, "რეალის" სათამაშო სტილი კი ასე ჩამოყალიბებული ჯერ არ არის. მადრიდმა კაპელოდან პელეგრინიმდე გრძელი გზა გამოიარა, შუსტერის და რამოსის "გავლით". ეს მწვრთნელები კი ძალიან განსხვავებული სტილის მიმდევრები არიან. არადა, ასეთ კლუბს საფეხბურთო ფილოსოფია, სათამაშო სტილი ძირისძირობამდე უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული. აი, რისთვის ვზრუნავ აქ მოსვლის დღიდან ჩემს გუნდთან ერთად.
- "რეალისთვის" "კლასიკო" ძალიან ადრე ხომ არ მოვიდა?
- დედამიწის ზურგზე არ მეგულება არც ერთი ფეხბურთელი და მწვრთნელი, რომელსაც არ უნდოდეს მსგავს მატჩში მონაწილეობა. "ბარსა" "რეალის" წინააღმდეგ, ეს არის განსაკუთრებული რამ ფეხბურთისთვის. მთელი მსოფლიო ამ შეხვედრას ელის. ხვალეც რომ იყოს თამაში, სიამოვნებით გავიყვანდი გუნდს მოედანზე. "კლასიკო" ყოველთვის ფანტასტიკაა.
- თქვენ, რომ კლუბის პრეზიდენტი იყოთ, მიიწვევდით თუ არა ხოსეპ გვარდიოლას გუნდის თავკაცად?
- მე რომ "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ვიყო, პეპს 50-წლიან ხელშეკრულებას გავუფორმებდი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ის ამ კლუბის კაცია, რომელიც დაბადებიდან "ბარსელონიზმით" იკვებება. მან იცის ყველაფერი შიგნიდან და გარედან, რაც კი ამ კლუბს ეხება, რა სურთ მის ფანებს. ის იდეალურია "ბარსელონასთვის" სანამდე ეს თავად სურს.
- კი, მაგრამ თქვენ რომ "რეალის" პრეზიდენტი იყოთ, მაშინაც პეპს აირჩევდით?
- სხვათა შორის, მაინც კი. იმიტომ, რომ გვარდიოლა დიდი მწვრთნელია. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ ვთქვი, რომ ის დიდი მწვრთნელი იქნებოდა. არქივებს რომ "ჩაუჯდეთ", ჩემ ამ გამონათქვამსაც აღმოაჩენთ, რომელიც ამ 20 წლის წინანდელია.
- ისე, როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?
- ჩვენ ერთად გვიმუშავია "ბარსელონაში" და პირადად მხოლოდ პოზიტიური ამბები მახსენდება. ახლა ჩვენ მოწინააღმდეგეები ვართ, მაგრამ, ვფიქრობ, ერთმანეთს პატივს ვცემთ. ჩემი აზრით, ეს კარგია და იმედია ასეც დარჩება მომავალშიც.
- გიკვირთ, თუ არა, რომ გვარდიოლა ასეთი წარმატებული მწვრთნელი გახდა?
- არავითარ შემთხვევაში. როცა პეპი "ბარსას" ფეხბურთელი იყო და მე მწვრთნელის ასისტენტი, კარგად ვამჩნევდი, რომ ის უთუოდ მწვრთნელი გახდებოდა. ის უკვე იყო კიდეც მწვრთნელი... მინდორზე. მან კარგად იცის, რა ესაჭიროება, მას და სხვა ფეხბურთელებსაც.
- ჩავის და კარლოს პუიოლსაც კარგად იცნობთ "ბარსელონაში" მუშაობის პერიოდიდან, მაგრამ, ამბობენ, ჩავისთან პრობლემები გქონდათ...
- ჩავისთან პრობლემა არასოდეს მქონია. ხანდახან, "ცხელ გულზე" კაცმა ათასი რამ შეიძლება თქვა, მაგრამ შემდეგ გაგივლის. არასოდეს მითქვამს, რომ ჩავი დიდი ფეხბურთელი არ არის. "პუისთან" ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს.
- რას ფიქრობთ, როგორ დაგხვდებიან "კლასიკოზე"?
- "კამპ ნოუ" არასოდეს მაპატიებს, რომ ორჯერ დავამარცხე "ბარსელონა". მათთვის მე "პერსონა ნონგრატა" ვარ. მე წავართვი მათ შანსი, "ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის მოგება ეზეიმათ. ახლა კიდევ მათთვის საძულველი "რეალის" მწვრთნელი ვარ. მაგრამ იქ მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ მივდივარ. ერთი ჩვეულებრივი მატჩისა, თუკი ორშაბათს მოვიგებთ, მეორე დღეს სამშაბათი გათენდება. წაგების შემთხვევაშიც სამშაბათი გველის. ამიტომაც მხოლოდ შრომაზე ვფიქრობთ.
- დაბოლოს, ფიქრობთ, თუ არა, რომ "ბარსელონაში" გატარებულმა წლებმა გაგხადათ ამ გუნდის ფანების ნომერ პირველი მტერი?
- ასეთია ფეხბურთი და რას ვიზამთ. მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია, თუმცა არ არის მისაღები. მაგრამ ჩემთვის წარსულს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს, ფეხბურთისთვის მთავარია, რა ხდება ახლა მოედანზე.
რუსო ბოკაში არ დაბრუნდება
http://i.football.ua/i/news/112971.jpg
მიგელ ანხელ რუსო სავარაუდოდ, არ დაბრუნდება თავის ყოფილ კლუბში. ,,ბოკადან“ კლაუდიო ბორგის განთავისუფლების შემდეგ, რა თქმა უნდა მის შემცვლელებზე დაიწყეს საუბარი და ,,რასინგის“ თავკაც მიგელ ანხელ რუსოს მიადგნენ, რომელიც ადრე სწორედ ,,ხუნიორსში‘‘ მუშაობდა. ,,ტელამთან“ საუბარში რუსომ თქვა: ,,მე კონტრაქტის ამოწურვამდე ამ კლუბში დავრჩები და არ დავბრუნდები ,,ბოკაში“, რომელიც ჩემი ყოფილი კლუბია.
კორინთიასმა რონალდო დაკარგა
http://i.football.ua/i/news/113428.jpg
ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურიღაა დარჩენილი და მისი მოგების ერთ-ერთმა მთავარმა პრედენდენტმა თავისი ლიდერი დაჰკარგა ,,კიჭას‘‘ სახით. რონალდომ თეძოს კუნთი დაიზიანა და ზუსტად არის ცნობილი ის, რომ ,,ვასკო და გამასთან‘‘ შეხვედრას ის აუცილებლად გამოტოვებს. ბრაზილიელმა ლეგენდარულმა ფორვარდმა ტრავმა ,,ვიტორიასთან‘‘(1:1) მიიღო.
რიკელმე 2010 წელს?-არა
http://i.football.ua/i/news/112932.jpg
,,რივერ პლეიტის‘‘ წინააღმდეგ გამართული დერბი ბოლო მატჩი იყო ,,ბოკა ხუნიორსის‘‘ ლიდერისათვის. რიკელმემ აქამდე ხუთი თვე გამოტოვა მუხლზე გაკეთებული ოპერაციის გამო და მისი დერბიში თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. რიკელმე კი აპერტურის დარჩენილ ხუთივე შეხვედრას გამოტოვებს.
ნეიმარი იუვესაც მოუნდა
http://i.football.ua/i/news/112823.jpg
ბრაზილიურმა ტალანტმა ,,სანტოსიდან‘‘, ნეიმარმა თავის მომავალზე ისაუბრა:
,,იტალიური ,,იუვე‘‘-ეს რასაკვირველია დიადი კლუბია და ,,ბიანკონერიში‘‘ სიამოვნებით ვიასპარეზებდი‘‘. იტალიელების გარდა, ნეიმარის შეძენა ასევე სურთ: ,,ჩელსის‘‘, ,,რეალს‘‘ და ,,მანჩესტერ იუნაიტედს‘‘.
ჩვენ გვინდა მარადონა!
http://i.football.ua/i/news/113071.jpg
,,ბოკა ხუნიორსის‘‘ ფანობას დიეგო მარადონა ძალიან რომ უყვართ, ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. დიეგოსადმი სიყვარული კი მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს-გავლენიანმა არგენტინულმა გამოცემა ,,ოლემ‘‘ ,,ბოკას‘‘ ფანებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, ვინ გინდათ მწვრთნელადო და აპერტურას გრანდის ფანებმა მარადონა ითხოვეს. დაინიშნება თუ არა არმანდო გუნდის თავკაცად, ჯერ-ჯერობით უცნობია.
რივალდო სამშობლოში დაბრუნდა
http://isport.ua/i/news/119669.jpg
,,მილანისა‘‘ და ,,ბარსელონას‘‘ ყოფილი ფორვარდი, შემდეგ კი უზბეკურ ,,ბუნედკორში‘‘ მოთამაშე რივალდო სამშობლოში ბრუნდება, კერძოდ კი შტატ სან პაულოს კლუბ ,,მოჟი მირიმში‘‘. ამ კლუბის მეპატრონე კი თავად რივალდო გახლავთ, რომელიც ამ უცნობ კლუბს 2008 წელს ჩაუდგა სათავეში.
ბოკას სატრანსფერო მიზნები
http://i.football.ua/i/news/113543.jpg
,,ბოკა ხუნიორსს‘‘ მიზნად დასახული აქვს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჰოლანდიაში იაქტიუროს და იქიდან შეიძინოს მოთამაშეები. მიზანი ნომერი პირველი: ,,ალკმაარის‘‘ არგენტინელი მეკარე სერხიო რომერო-კრისტიან ლუკეტის თამაში სამწვრთნელო შტაბს სავსებით არ აკმაყოფილებს. მეორე მიზანი კი ,,აიაქსის‘‘ ფორვარდ დარიო ცვიტანიჩის გადმობირებაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
,,ლელო‘‘
გიორგი ფულარიანი