რონალდო კლასიკოს გადამწყვეტად არ თვლის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კრისტიანუ რონალდო აცხადებს, რომ "ბარსელონასთან" შევედრა მისი გუნდისთვის ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი არ გახდება. რონალდოს თქმით, კატალონიურ კლუბთან შეხვედრა ერთი ჩვეულებრივი თამაშია.

რონალდომ "ბარსელონას" ძლიერი გუნდი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ კატალონიელები განსაკუთრებით ძლიერები საკუთარ მოედანზე არიან. "უფრო ძლიერი გაიმარჯვებს, და ეს "რეალი" იქნება", - დაამატა პორტუგალიელმა.

ესპანეთის ჩემპიონატის 2010/11 წლის სეზონის 12 ტურის შემდეგ "რეალი" სატურნირო ცხრილის ლიდერია. მადრიდელებმა 32 ქულა მოაგროვეს. ”ბარსელონას” აქტივში, რომელიც მეორე ადგილს იკავებს, 31 ქულაა.

"ბარსელონა"-"რეალის" დაპირისპირება 2010 წლის 29
ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული