მესის მამა: დარჩება თუ არა ლეო გაისადაც "ბარსაში"? ფეხბურთში მუდმივი არაფერია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვარსკლავის ლიონელ მესის მამამ და აგენტმა ხორხე მესიმ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვისგან მოდის ხმები არგენტინელი ფეხბურთელის პსჟ-ში შესაძლო გადაბარგების თაობაზე.

"ჩვენც გსმენია ხმები "ბარსელონიდან" ლიონელის შესაძლო წასვლის შესახებ, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, ვისგან მომდინარეობს.

მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს ხმები არაფერს ემყარება. ლიონელი "ბარსელონას" ფეხბურთელია და მისი კონტრაქტი 2018 წელს იწურება.

შემიძლია თუ არა გარანტიის მოცემა იმაზე, რომ მომდევნო სეზონს ის კვლავაც "ბარსელონაში" გაატარებს? ფეხბურთში მუდმივი არაფერია. ისიც კი არ ვიცი, რა იქნება ხვალ. ეს მხოლოდ ღმერთმა
იცის", - თქვა ხორხე მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ახლახან გავრცელებული ხმებით, პსჟ ამ ზაფხულს "ბარსელონისგან" მესის შეძენას 250 მლნ ევროდ გეგმავს.

ასევე იხილეთ:

L’Equipe: პსჟ ზაფხულში ლიონელ მესის შესაძენად 250 მილიონ ევროს გაიღებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული