კატალონიაში შერცხვენილი "რეალი" მზადებას შეუდგა... კრიშტიანო რონალდოსა და გონსალო იგუაინის გარეშე. გუნდს ვარჯიშზე კვლავ აკლდნენ კაკა და ფერნანდო გაგო, რასაც ყველა შეეჩვია. იგუაინის შესახებ გუშინაც ვწერდით - მდგომარეობა ძალზე დამაფიქრებელია. პრაქტიკულად "რეალის" ერთადერთ პროდუქტიულ ფორვარდს, შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს! თუკი ექიმთა შიში დადასტურდა, არგენტინელს 2-3 თვე უქმობა მოუწევს. ასე რომ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე "რეალში" ახალ თავდამსხმელს უნდა ველოდოთ.
"რეალს" ქვა აღმართში მოეწია - 0:5 "კლასიკოზე", იგუაინის ტრავმა, უეფას მიერ ფინანსურად დასჯილი კლუბი, ორმატჩიანი სალიგო დისკვალიფიკაცია და... კრიშტიანო რონალდოს დაშავებაც. ვარჯიშის
იძულებითი გაყიდვა
"მალიორკა" გასაჭირშია, გუნდს არ ეთმობა პლეიმეიქერი გონსალო "ჩორი" კასტრო, მაგრამ არც ურუგვაელის უფასოდ გაშვება (ბოსმანის წესით) სურს, ამიტომ ბალეარული კლუბი თანახმაა სეზონის ბოლოს ან იანვარშივე 26 წლის ნახევარმცველი გაყიდოს. სამხრეთამერიკელს კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში უმთავრდება. კასტრო ბრწყინვალე სეზონს ატარებს "მალიორკაში", სადაც ის 2007 წელს "ნასიონალიდან" გადავიდა. "მარკას" ინფორმაციით, კასტროს მსურველთა შორის ყველაზე მეტად "ატლეტიკო" და "ვალენსია" აქტიურობენ. ბალეარელები ურუგვაელს 4 მილიონ ევროდ აფასებენ.
სამარასი, გალისია თუ სიცილია?
"დეპორტივო" მზადაა "სელტიკის" 25 წლის ბერძენი ფორვარდი გეორგიოს სამარასი შეიძინოს. სამარასს კელტებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. შოტლანდიური კლუბი იანვარში სამარასს გაყიდის, რადგან ამ ტრანსფერით ხელის მოთმობა სურს. თუმცა ჯერ გაურკვეველია, რომელი გუნდი იმარჯვებს ბერძენისთვის ბრძოლაში - სიცილიური "პალერმო" თუ გალისიური "დეპორტივო".