ოსასუნა-ბარსელონა გადაიდო

AutoSharing Option
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურის მატჩი "ოსასუნა"-"ბარსელონა", რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, საკვირაოდ გადაიტანეს.

შეხვედრის გადატანის მიზეზი ესპანელი ავიადისპეჩერების გაფიცვაა. სწორედ ამ მიზეზით კატალონიურმა გუნდა პამპლონაში გაფრენა ვერ შეძლო. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამაც გაითვალისწინა "ბარსელონას" გასაჭირი და დღეს დანიშნული მატჩი სახვალიოდ გადადო.

საეჭვოა ესპანეთის საჰერო ნავიგაციაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს და სავარაუდოდ, ხოსეპ გვარდიოლასა და მის შეგირდებს მგზავრობა მატარებლით მოუწევთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული