რონალდოს და მესის პრიმერაში 50 გოლის გატანა შეუძლიათ

AutoSharing Option
"ვალენსიასთან" შესრულებული დუბლით "რეალის" პორტუგალიელი ჰავბეკი კრიშტიანუ რონალდო 1950 წლის შემდეგ პრიმერადივიზიონში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საწყის 14 ტურში 17 გოლის გატანა მოახერხა.

60 წლის წინ "ბარსელონას" ფორვარდ სეზარს ანალოგიურ სტადიაზე თავის აქტივში 20 გატანილი გოლი ჰქონდა და აქამდე ამ მიღწევასთან მიახლოებაც კი ვერავინ შეძლო.

თავისი სნაიპერული ღირსებების გარდა, რომელთა ჩვენებას პორტუგალიელი სტაბილურად და გატაცებით ახდენს თამაშიდან თამაშამდე, რონალდოს მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს აბსოლუტური ნდობაც დაეხმარა. მიმდინარე სეზონის თოთხმეტივე დაპირისპირება რონალდომ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და არცერთ მათგანში შეუცვლიათ.

თუმცა
პორტუგალიელს საუკეთესო ბომბარდირის ტიტული გარანტირებული სულაც არა აქვს და ეს იმიტომ, რომ ლიონელ მესი ამჟამად არანაკლებ შესანიშნავ ფორმაშია. შემოდგომაზე "ბარსელონას" ლიდერმა ორიოდ მატჩი გამოტოვა კოჭის ტრავმის გამო, მაგრამ დანარჩენ 12 შეხვედრაში 15 გოლის გატანა მაინც მოასწრო.

ასე რომ, თუ სუპერვარსკვლავები ასეთ ტემპს შეინარჩუნებენ და ტრავმებისგან თავს დაიძვრენენ, სრულიად შესაძლებელია ჩემპიონატში 40-40 გოლიც გაიტანონ, ან სულაც 50-50, ვარაუდობს Eurosport.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მინიმალური უზუსტობა: რონალდოს 16 გოლი აქვს ამ მომენტისთვის (აქედან 4 პენალტით)
ბექა76
01:19 07-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული