იკერ კასილასი კომედიურ ფილმში გადაიღეს

AutoSharing Option
"რეალის" და ესპანეთის ნაკრების მეკარემ იკერ კასილასმა კომედიურ ფილმ  "თამაშგარეშის" გადაღებაში მიიღო მონაწილეობა. გოლკიპერმა "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსგან ორდღიანი დასვენება მიიღო და ფილმში ეპიზოდური როლი შეასრულა.

კომედიაში "ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელი მარტინ პალერმო და "ვალენსიას" პრეზიდენტი მანუელ ლორენტეც გადაიღეს. "თამაშგარეში" კინოთეატრების ეკრანებზე 2011 წლის გაზაფხულზე გამოვა.

მომზადებულია  Marca -ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული