ბარსელონა ფორმაზე რეკლამის განთავსებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
"ბარსელონა" დღეს მსოფლიო ფეხბურთის ერთადერთი გრანდია, რომლის სათამაშო ფორმაზეც რეკლამა არასდროს განთავსებულა. ამასთან, კლუბის ფინანსური ხარჯები ყოველწლიურად იზრდება, ბოლო დროს მიღწეულმა სპორტულმა შედეგებმა კი "ბარსელონა" რეკლამის პოტენციური შემქნელებისთვის ყველაზე მიმზიდველ ობიექტად აქცია.

კატალონიური გაზეთის Sport-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ, ხსენებული ფაქტორები გაითვალისწინა და აპირებს სპონსორთან კონტრაქტის საკითხი განიხილოს, რომლის სახელიც, პირველად კლუბის ისტორიაში, მის ფორმაზე გამოჩნდება.

როგორც გამოცემა იუწყება, კლუბი რეკლამის განთავსების სამ საშუალებას განიხილავს. პირველი - სპონსორის სახელი მაისურის წინა მხარეს დაეწეროს, როგორც ამას კლუბების უმრავლესობა აკეთებს. ეს კლუბისთვის ფინანსური თვალსაზრისით
ყველაზე მომგებიანი ვარიანტია. წინასწარი გათვლებით, "ბარსელონას" ამ გზით სეზონში დაახლოებით 25 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია, რაც რამდენიმე მილიონით მეტია იმ თანხაზე, რასაც ანალოგიური ხელშეკრულების თანახმად "რეალი" იღებს.

მეორე ვარიანტი რეკლამის ზურგზე, სათამაშო ნომრის ქვეშ განთავსებაა, რაც რეკლამის შემკვეთს გაცილებით იაფი დაუჯდება. დაბოლოს, არსებობს ვარიანტი, რომ რეკლამა "ბარსას" ფორმის ტრუსებზე განთავსდეს. ამ შემთხვევაში კლუბი 6-დან 12 მილიონამდე ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააკეთოს, იქნებ ასე მაინც ამოვიდნენ ვალებიდან, ეს საწყლები.. :)))
0

სიახლეები პოპულარული