ხედირას ბარსელონათან რევანშის აღების სურვილი კლავს

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველი სამი ხედირა აცხადებს, რომ ერთი სული აქვს როდის აიღებს რევანშს "ბარსელონასთან" კატალონიის დედაქალაქში დიდი ანგარიშით დამარცხებისთვის. გერმანელმა ჰავბეკმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინ კარიერის მანძილზე ყველაზე საშინელი კოსმარი გადაიტანა და საკუთარი გულშემატკივარრების წინაშე რაც შეიძლება მალე რეაბილიტირების სურვილი გამოთქვა.

"ყველას გვინდა "ბარსელონასთან" რევანში ავიღოთ. ეს დამარცხება ჩემს მახსოვრობაში მუდმივად დარჩება. შემდეგი კლასიკო მადრიდში გაიმართება, ასე რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტირება მოვახდინოთ. თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, წინ არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრებია როგორც შიდა ასევე საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა
ხედირამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სიზმარშიც არ დაესიზმრება მოუს და კომპანიას რევანში.ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევაში მაგრები არიან.სხვათა შორის მანამდეც ეგრე იმუქრებოდნენ და რაც წაიღეს,კარგად შეინახონ.
0
მომავალ კლასიკოს მაინც დაამტკიცეთ რომ ფეხბურთელები ხართ! HALA MADRID!
0

სიახლეები პოპულარული