ვგრძნობ, რეალის ძირითადში დავმკვიდრდები

AutoSharing Option
"რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემა იმედოვნებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური რაუნდის 6-ე ტურში "ოსერთან" მატჩში შესრულებული ჰეთთრიქი სამომავლო პერსპექტივაში მის სასარგებლოდ იმუშავებს. ფრანგის თქმით, ეს გოლები ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

"მესმის, რომ დიდ კლუბში მოვხვდი, სადაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო რაც ჩემზეა დამოკიდებული, რათა მწვრთნელს ჩემი კონკურენტუნარიანობა დავუმტკიცო. მადრიდში თავიდანვე პრობლემები მქონდა. ამჟამად ვგრძნობ, რომ შემიძლია ძირითადში თავი დიდი ხნით დავიმკვიდრო. იმედი მაქვს, "ოსერთან" შესრულებული ჰეთთრიქი ამაში დამეხმარება. ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული",
- აცხადებს ბენზემა.


მომზადებულია  Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული