მესი კვლავ საუკეთესოა

AutoSharing Option

ევროპის სპორტულ ჟურნალთა (ესმ) ასოციაციამ გასულ კვირაში დაასახელა კონტინენტის ნოემბრის თვის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ესპანურ ლა ლიგას ჰყავს - 5. უფრო ზუსტები რომ ვიყოთ - "ბარსელონას". თვის რჩეულთა შორის ოთხი ფეხბურთელი ინგლისური პრემიერლიგიდან მოხვდა, თითო სერია ა და ბუნდესლიგიდან. შეგახსენებთ, რომ ესმ-ში გაერთიანებულნი არიან ევროპის ყველაზე ავტორიტეტული სპორტული ჟურნალები: "ა ბოლა" (პორტუგალია), "დონ ბალონი" (ესპანეთი), "კიკერი" (გერმანია), "ლა გაძეტა დელო სპორტი" (იტალია), "ფანატიკი" (თურქეთი), "სპორტ ექსპრესი" (რუსეთი), "ვორლდ სოკერი" (დიდი ბრიტანეთი) და სხვები.

თვის გუნდის გამოკითხვაში 11-მა

გამოცემამ მიიღო მონაწილეობა და 11-ვემ ლეო მესი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. არგენტინელი, ისევე როგორც ოქტომბერში, ევროპის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 10-მა გამოცემამ სიმბოლურში მესის თანაგუნდელი ჩავი ერნანდესი შეიყვანა, 7-მა ეს პატივი წილად "ტოტენჰემის" მცველ გარეთ ბეილს არგუნა. 

მოკლედ, ნოემბრის თვის ნაკრები ასე გამოიყურება:

რომან ვაიდენფელერი ("დორტმუნდი", ბუნდესლიგა, გერმანია) - დანი ალვეში ("ბარსელონა", ლა ლიგა, ბრაზილია), კარლეს პუიოლი ("ბარსელონა", ლა ლიგა, ესპანეთი), ნემანია ვიდიჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი", პრემიერლიგა, სერბეთი), პატრის ევრა ("მანჩესტერ იუნაიტედი", პრემიერლიგა, საფრანგეთი) - ჩავი ერნანდესი ("ბარსელონა", ლა ლიგა, ესპანეთი), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ლა ლიგა, ესპანეთი), გარეთ ბეილი ("ტოტენჰემი", პრემიერლიგა, უელსი) - დიმიტარ ბერბატოვი ("მანჩესტერ იუნაიტედი", პრემიერლიგა, ბულგარეთი), ლიონელ მესი ("ბარსელონა", ლა ლიგა, არგენტინა), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მილანი", სერია ა, შვედეთი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული