მარკას თერთმეტი რჩეული

AutoSharing Option
"მარკამ" მკითხველთა გამოკითხვის მიხედვით  მე-15 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. როგორც ყოველთვის, გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმები "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მიიღეს. სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა სხვა გუნდებიდან - "ალმერიას" ბრაზილიელი გოლკიპერი დიეგო ალვეში და "ატლეტიკოს" არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო.

"მარკას" ტურის ნაკრები კი ასე გამოიყურება: დიეგო ალვეში (ალმერია) - დანი ალვეში (ბარსელონა), პუიოლი (ბარსელონა), აბიდალი (ბარსელონა), მარსელო (რეალი) - პედრო (ბარსელონა), ლასანა დიარა (რეალი), მესი (ბარსელონა), ინიესტა (ბარსელონა) - აგუერო (ატლეტიკო) და რონალდო (რეალი).

მკითხველთა ხმების მიხედვით ლა ლიგის
სეზონის ნაკრები (ჯერჯერობით) ასე გამოიყურება: კასილიასი - ალვეში, პიკე, კარვალიო, მარსელო - პედრო, ჩ. ალონსო, მესი, ინიესტა - ფ. ლორენტე, რონალდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული