პინტოს გაუგრძელეს, ჯერი ბოიანსა და ბუსკეტსზეა

AutoSharing Option
კადისელი ხოსე მანუელ პინტო "ბარსელონაში" დამსახურებული კაცია - 2008 წლიდან მოყოლებული ის მშვიდად ზის მსოფლიოს გრანდის სათადარიგო სკამზე და თავის შანსს ელის. ვიქტორ ვალდესის "წყალობით" პინტოს საკეთებელიც ბევრი არაფერი აქვს - 35 წლის გოლკიპერმა "ბარსელონას" მაისური სულ ორჯერ მოირგო. მოკლედ, დამსახურებულ პენსიაზეა კაცი.

ახლა რატომ ვახსენეთ პინტო - გუშინ მას კონტრაქტი (პენსია) გაუგრძელეს, პინტოს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდებოდა, ახლა კი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაგრძელდა.

სულ მალე "ბარსა" კიდევ ორ ფეხბურთელთან გააგრძელებს ხელშეკრულებას - ბოიან კრკიჩთან და სერხიო ბუსკეტსთან. ორივე
2015 წლის ზაფხულამდე "ბლაუგრანაში" დარჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული