"ეს საღამო ძალიან მძიმე იქნებოდა მათთვის, ვისაც სურდა ახალ წელს "რეალი" "ბარსელონას" 4 ან 5-ქულიანი ჩამორჩენით შეხვედროდა. მე მათ ვუთანაგრძნობ", - ასეთი სკანდალური ფრაზით დაიწყო "სევილიასთან" მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია ჟოზე მოურინიომ. შეგახსენებთ, რომ კვირას "რეალმა" რის ვაივაგლახით, ანხელ დი მარიას ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა "სევილია".
"რეფერიმ მატჩში 13 სერიოზული შეცდომა დაუშვა", - გააგრძელა "განსაკუთრებულმა", რომელსაც სკურპულოზულობით დაუთვლია მსაჯის შეცდომები: "ჩემი გუნდი ამქვეყნიური არაა, "რეალი" ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურის გარეშეც წინ მიიწევს. დღეს კი ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, შეუძლებელი შეძლო. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ
არადა ისე წარიმართა ბრძოლა, როგორც "ბარსელონას" სურდა. თან ჩვენ ორი ფეხბურთელი - ჩაბი ალონსო და მარსელო - გვაკლდა დისკვალიფიკაციის გამო. არადა პრაქტიკულად მათ არაფერი დაუშავებიათ "სარაგოსასთან" მატჩში. ყველა და ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ იყო, მაგრამ გავუძელით და ქულები არ დავკარგეთ. ასე რომ გვექცევიან, უფრო ვძლიერდებით მენტალურად. ჩემი საქმე, წვრთნა და გუნდის მომზადება, არასოდეს მომწყინდება და არ დავიღლები, მაგრამ გუნდიც რამენაირად უნდა დავიცვა, როცა რეფერი 13 უხეშ შეცდომას უშვებს. მართლაც კარგი გუნდია "რეალი", ექვსი თვეა ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა - ბიჭები მოედანზე და მის გარეთ ძალიან კარგები არიან. ამდენი ხანი ვთამაშობთ და მხოლოდ ერთი ცუდი მატჩი გვქონდა".
მოურინიო "ინტერის" ბოლო წარმატებასაც შეეხო და არცთუ კარგად მოიხსენია კოლეგა: "ძალიან მიხარია, "ინტერმა" საკლუბო ჩემპიონატი რომ მოიგო. ვფიქრობ, რაფა ბენიტესი მე უნდა მიმადლოდეს ამას, მე ხომ ფაქტობრივად ვაჩუქე ტიტული, თუმცა "ინტერის" ნამდვილმა გულშემატკივრებმა ისედაც იციან ეს".
აი, ასეთი სკანდალური იყო მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია. ერთი რაც პორტუგალიელს შევამჩნიეთ, "კლასიკოს" შემდეგ გაცილებით გაღიზიანებული ჩანს და ერთ ფრაზაში, ორი-სამი ადამიანის გულის ტკენას ახერხებს. სხვათა შორის, გუშინვე მოურინიოს "ვალენსიას" ბასკმა თავკაცმა უნაი ემერიმ "მჩხავანა ბავშვი" უწოდა.
გუშინ "რეალმა" შეკრება განაახლა, მოურინიოს სხვა გზა არც აქვს - ოთხშაბათს "სამეფო თასზე" "ლევანტესთან" მატჩი ელის. გუშინდელი ვარჯიში პორტუგალიელმა დახურა და მედია საშუალებები "ვალდებებასის" ბაზას ახლოს არ გააკარა.
"ბარსას" არც ვედრები და არც მინდა ჩემი საყვარელი კლუბი მაგას ედრებოდეს. ეგ ჩვენი ეტალონი და საზომი მოწყობილობა არაა!! ჯერ 9-ჯერ მოიგოს ჩემიონთა ლიგა და მერე ვნახოთ!!
უბრალოდ, აქ საუბარია ჟურნალისტური ობიექტურობის დაცვაზე!!!
თუკი თამაში ნახე, "ვაი-ვაგლახისა" რა შეატყვე "რეალს"? თავზე ვასხედით და 10 კაცითაც რო დავრჩიტ მაინც 11-ვე ფეხბურთელი საჯარიმოში ეწყო და არ შედიოდა ეს ბურთი!! თანაც, სამჯერ 1-1-ზე გასული გაგვაჩერეს და ეხლა ეგეც ხოკეი ხო არაა ცენტრიდან გაიტანო??????
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საუბარია არა იმაზე ვინ ჯობია, არამედ რეალობის ასახვაზე ჟურნალისტების მხრიდან!! მე რო მიკერძოებული ვარ, არც სტატიებს ვწერ და არც საფეხბურთო გადაცემები მიმყავს!! და როცა კომენტატორი იმას იძახი "ვაი ვაგლახით" მოიგოო, მაშინ ისიცა თქვი დი მარიამ "ახოხა"მეკარე მოედანზეო!! ეგაა!!
ხოდა, "ბარსას" თუ ჩაგრავენ გადახედე ლა ლიგაში მაგათ გოლებს (განსაკუთრებით 0-0-ზე რო გააქვთ ხოლმე) და მერე ნახავ სადაა ოფსაიდი და სად არა!!!!
პ.ს. მაგ ორი გუნდის ყველა თამაშს მუდმივად ვუყურებ და მიტო გეუბნები!! ობიექტურად, წელს, ესპანეთში მსაჯობა "რეალს" ყველანაირად ჩაგრავს!!
მაგრამ არაფერი გაუვათ!!!