გვარდიოლამ მესის არდადეგები გაუგრძელა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი, პრიმერადივიზიონის შემდეგ ტურის მატჩში "ლევანტესთან", რომელიც 2 იანვარსაა დანიშნული, თავის გუნდს ვერ დაეხმარება. არგენტინელმა გუნდის მთავარი მწვრთნელისგან ხოსეპ გვარდიოლასგან დამატებითი დასვენების დღეები მიიღო. "ბარსელონას" დანარჩენ ფეხბურთელებს დასვენება დანიშნულ დროს დაუმთავრდებათ. მესი ესპანეთში "ლევანტესთან'' შეხვედრის წინა დღეს ან უშუალოდ თამაშის დღეს დაბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული