მოურინიო გაუჩერებელია

AutoSharing Option
გუშინ კი დავწერეთ, რომ მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავკაცმა ახალ, "სიჩუმის ტაქტიკას" მიმართა და ამიტომ არ გამოცხადდა სამეფო თასისწინა პრესკონფერენციაზე, მაგრამ აბა განსაკუთრებულს რა გააჩერებდა და ჟოზე მოურინიო კიდევ ერთხელ გადაწვდა "ინტერის" აწ უკვე ყოფილ თავკაც რაფა ბენიტესს. "რაში მაინტერესებს, როდის ან რატომ მოხსნიან ბენიტესს? ჩემთვის საინტერესო მხოლოდ "ინტერია", კლუბის პრეზიდენტი, მეგობრები, ფეხბურთელები და გულშემატკივრები, მათ ორი წლის განმავლობაში ყველაფერი მომცეს და ამას ვერ დავივიწყებ. მსურს "ინტერმა" ყველაფერი მოიგოს ჩემპიონთა ლიგის გარდა, რადგან ლიგაზე "რეალი" მონაწილეობს. რაფაზე რა ვთქვა? სათქმელიც არაფერია,
საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ერთი სამადლობელო სიტყვა არ წამოსცდენია. გინდა თუ არა, ეს წარმატება ხომ მე შევუქმენი მას", - განუცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა "გაძეტა დელო სპორტს".

ამ გამოცემასთან ინტერვიუში მან სხვა თემებზეც ილაპარაკა, მაგალითად, "ინტერში" დაბრუნების ალბათობაზე: "არ ვიტყვი, რომ ეს გამორიცხულია, თუმცა არც იმას ვიტყვი, რომ საერთოდ გამორიცხულია, რომელიმე სხვა კლუბში გადავიდე. რა თქმა უნდა, "ინტერი" პირველი იქნება, მაგრამ, ვიმედოვნებ, გუნდს არ დავჭირდები. თუკი ვჭირდები, ესე იგი ცუდ გზას დაადგნენ, ეს კი მე ნამდვილად არ მსურს. ჩემი მომავალი იტალიაში ან ინგლისში მესახება".  მოურინიომ უარყო, რომ "რეალში" პრობლემები გაუჩნდა და მოკლედ მოჭრა: "მე პრობლემები არასოდეს მაქვს".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული