რაული: რონალდო და მესი პელესა და მარადონაზე უკეთესები არიან

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი რაული დარწმუნებულია, რომ გუნდის ამჟამინდელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ, მის რეკორდს (323) დაამხობს.

37 წლის ესპანელის აზრით, პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელს შეუძლია, ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელი გახდეს, ოღონდ საამისოდ, სულ ცოტა, კიდევ ხუთი წელი მაინც უნდა ითამაშოს.

"ვფიქრობ, ახლა ის ფორმის ზენიტშია. თუკი ამავე სულისკვეთებით გააგრძელებს თამაშს, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად გახდება.

ჩემი აზრით, კრიშტიანო და ლეო მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესონი არიან.

ჯობნიან თუ არა პელესა და დიეგო მარადონას? მგონია, რომ მათზე
უკეთესები არიან. ოღონდ ეგაა, ძნელია, ფეხბურთში ზუსტად განსაზღვრო, ვინ პირველია, ვინ მეორე და ვინ მესამე... მაგრამ თუკი კრიშტიანო ამავე დონეზე გააგრძელებს თამაშს, თუნდაც ხუთი წლის განმავლობაში...

რაც შეეხება ჩემს რეკორდს - 323 გოლს, დარწმუნებული ვარ, რომ რონალდო დაამხობს მას და ეს მხოლოდ გამახარებს", - თქვა რაულმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული