დიახ, ჰოლანდიით დაიწყო და ჰოლანდიით დაამთავრა, კარლეს პუიოლი "ფურია როხადან" თავაწეული მიდის! მის მხრებზე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულებია. 2000 წლის 15 ნოემბერს 22 წლის კარლესი ჰოლანდიის ნაკრებთან მატჩში მიიწვიეს, მას შემდეგ კი ის ეროვნული გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა. ჯერ კიდევ 2009 წლის ნოემბერში "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა განაცხადა, რომ ის მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებდა და სიტყვაც აასრულა. კულულებიანმა ფეხბურთელმა "ფურია როხას" შემადგენლობაში 90 მატჩი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა, მათ შორის ბოლო, ასე გადამწყვეტი თავური გერმანიის ნაკრების კარში, გოლი,
კარლესმა სთხოვა ვისენტე დელ ბოსკეს, რომ აღარ მიიწვიოს ის 11 აგვისტოს მექსიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში. დელ ბოსკემ პუიოლს ურჩია, ნაკრებიდან წასვლა გადაედო და 100-მატჩიან ნიშნულამდე მიეღწია, მაგრამ კატალონიელმა გადაწყვეტილების შეცვლა აღარ ისურვა, ის მთლიანად საკლუბო კარიერაზე გადაერთვება. 32 წლის ბარსელონელმა შემდეგი განაცხადა: "მართალია, 10 მატჩიღა რჩება, მაგრამ აღარ ვარ ისე ძლიერი, რომ ღირსეულად ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში, გზას სხვებს დავუთმობ".