ლა ლიგა. XXIV ტური: სერიის დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბარსელონამ" 11-მატჩიანი მოგებათა სერია "მალაგასთან" წაგებით დაასრულა.

* "მალაგა" 21-ე საუკუნეში მეოთხე ესპანური გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში "ბარსასგან" გოლი არ გაუშვა.

ზედიზედ 11 მოგება და უცბად ეს - "ბარსა" შინ, 80 ათასი ფანის წინაშე კრიზისში მყოფ "მალაგასთან" უსახელოდ დამარცხდა - 0:1.

ფაქტია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის ბოლო წლებში კატალონიური გრანდისთვის, მან მოულოდნელ სიტუაციაში იცის ჩამუხლება, რითაც დიდებულად სარგებლობენ მისი მეტოქეები.

კიკეს ხეტაფე პროგრესირებს
როცა კოსმინ კონტრამ "ხეტაფე" დატოვა, მადრიდელთა მესვეურებს არ უყოყმანიათ, ისე ჩააბარეს გუნდი კიკე სანჩეს ფლორესს
და არც შემცდარან - "კოლისეუმის" ბინადრების შედეგებსაც არა უშავს და თამაშის ხარისხსაც. სერხიო გარსიას გარეშე მოთამაშე (ლიდერი ერთდროულად დისკვალიფიცირებულიც არის და ტრავმირებულიც) "ესპანიოლთან" მატჩის გმირი პაბლო სარაბია გახდა.

22 წლის "ათიანმა" პირველ ტაიმში ალექსისის ჩაწოდებულს დაუხვედრა ფეხი შედეგიანად, მეორეში კი ალვარო ვასკესის გოლი თავიდან ბოლომდე მან შექმნა. სხვათა შორის, ალვაროს, როგორც ყოფილ ესპანიოლელს, გოლი არ უზეიმია. ბარსელონელებმა მატჩის მიწურულს ანაიც არბილიას შორეული გასროლითღა უპასუხეს - 2:1.

"მარკას" რჩეულები: სარაბია, სამირი (ორივე - "ხეტაფე") და არბილია (ესპანიოლი) - 8-8 ბალი.

ანდალუსიური შოკი
შაბათამდე ლუის ენრიკეს გუნდმა 11-მოგებიანი სერიით მოაღწია. შაბათს კი "ბარსას" დღე აშკარად არ იყო - მე-7 წუთზე დანი ალვეშმა ენითაუწერელი შეცდომა დაუშვა და 21 წლის ხუან მიგელ ხიმენეს ლოპესმა ან უბრალოდ, ხუანმიმ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა - 0:1. რა თქმა უნდა, "ბარსას" ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ჰქონდა მომენტები (ალვეში, მესი, ინიესტა), მაგრამ კარლოს კამენის კარი ხელუხლებელი დარჩა.

"მარკას" შეფასებით, საუკეთესოებად რობერტო როსალესი და სერხი დარდერი (ორივე - "მალაგა") დასახელდნენ - 8-8 ბალი.

"მალაგა" 21-ე საუკუნეში მეოთხე გუნდია პრიმერაში, რომელმაც მოახერხა და ერთ სეზონში "ბარსასგან" გოლი არ გაუშვა. I წრეში ამ გუნდების შეხვედრა 0:0 დასრულდა. ამ საუკუნეში ეს შეძლეს "ოსასუნამ", "სევილიამ" და "ხეტაფემ".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "დღეს არ იყო ჩვენთვის კარგი დღე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. ყოველი შეტევა იშლებოდა და თანაც ისე, რომ მეტოქე კონტრშეტევას ახერხებდა. ძალიან ზედმეტად ვუტევდით ცენტრიდან. როცა გუნდს ბურთის საჯარიმოში მიტანა უჭირს, ყველაფერი შესაძლოა, ისე დასრულდეს, როგორც დღეს. ეს შედეგი გუნდს ტკივილს აყენებს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ შესაძლოა, წაგება დავიმსახურეთ".

ხავი გრასია (მალაგა): "ჩვენი გამარჯვება სამართლიანია. ვიცოდით, რომ "ბარსელონა" ბურთს არ მოგვცემდა. გამოვიყენეთ საგოლე შანსი და შემდეგ კარგად ვითამაშეთ დაცვაში. "ბარსა" რომ დაამარცხო, ბევრი რამ უნდა მოხდეს ერთდროულად: ბევრი უნდა მოინდომო, იშრომო, ეძებო კონტრშეტევის შანსები. გამარჯვება ჩვენი დიდი შრომისა და თავდადების შედეგია".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ღამურების სამქულიანი გადაფრენა
"ვალენსია" ბოლოადგილოსან "კორდობას" ესტუმრა და 2:1 მოუგო. პირველ ტაიმში ანდრე გომეშმა დააწინაურა "ღამურები". შემდეგ მოვლენები უკვე მეორე ტაიმში განვითარდა, ნაბილ ღილასმა პენალტით გაათანაბრა. მალე ანდალუსიელებმა მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ - ალვარო ნეგრედომ პაბლო პიატის თავით დაუგდო ბურთი. არგენტინელმა უცნაური ტრაექტორიით კი დაარტყა, მაგრამ, რაც მთავარია, ბურთი კარის ბადეში გაეხვა.

"კორდობამ" ზედიზედ მეხუთე მარცხი იგემა. "მარკამ" 8-8 ბალით დიეგო ალვეში და ანდრე გომეში გამოარჩია (ორივე - "ვალენსია").

ხორვატულ-ფრანგული ტანდემით
"ატლეტიკოს" მძიმე მატჩების სერია ეწყება, მანამდე კი ბოლო გასეირნება იყო, დიეგო სიმეონეს გუნდმა "ალმერია" 3:0 გაანადგურა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და სამივეში გუნდის ხორვატი ცენტრფორვარდი მარიო მანჯუკიჩი მონაწილეობდა. მან ჯერ ნიღბით მოთამაშე დიეგო გოდინთან უხეშობისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა; შემდეგ ანტუან გრიზმანი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა; ბოლოს კი თავით იმავე გრიზმანს დაუგდო და დუბლი შეასრულებინა.

მატჩის მიწურულს "ატლეტიკოს" ბრაზილიელმა მცველმა გილერმე სიკეირამ წითელი ბარათი მიიღო. "მარკამ" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გრიზმანი დაასახელა - 8 ბალი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გალისიური დერბი
დღის ბოლოს გალისიური დერბიც ვიხილეთ, რომელშიც "დეპორტივო" ისევ მოყოჩაღებულ "სელტასთან" 0:2 დამარცხდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ნოლიტო-ორელიანა-შარლესის კომბინაცია ბრაზილიელმა ახლო მანძილიდან თავურით დააგვირგვინა.

მატჩის მიწურულს ხოაკინ ლარივეიმ მცველის ბავშვური შეცდომა გამოიყენა. ამ ეპიზოდამდე მსაჯმა მასპინძელთა მცველი ლოპო მოედნის ცენტრში მეტისმეტი უხეშობისთვის გააძევა.

"მარკას" რჩეულები: სერხიო ალვარესი, მიკაელ კრონ-დელი და ნოლიტო (სამივე - "სელტა").

სიგიჟე ანოეტაზე
ქალაქ დონოსტიაში (ესპანურად, სან სებასტიანში) ყველაფერი ვიხილეთ, რის გამოც გვიყვარს ფეხბურთი - კარში დარტყმები (მეტოქეებმა კარისკენ 34-ჯერ დაარტყეს!), "სეივები", ფინტები, პენალტები, ავტოგოლი... დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადი" ორჯერ იგებდა, ერთხელ აგებდა და ბოლოს მაინც იმარჯვა "სევილიასთან - 4:3. 7-გოლიან თრილერს წერტილი კაპიტანმა ჩაბი პრიეტომ დაუსვა, რომელმაც ბოლო წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით გადაგზავნა. ბასკმა ნახევარმცველმა ამ თამაშში დუბლი შეასრულა.

ამ წაგების მერე უნაი ემერის "სევილია" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში "ვალენსიას" უკვე 5 ქულით ჩამორჩება. "მარკამ" პორტუგალიელი დანიელ კარიშო (სევილია) გამოარჩია - 8 ბალი.

ისევ არიცი
სანამ არიც ადურისი მატჩის ერთადერთ გოლს გაიტანდა, მსაჯმა "რაიო ვალეკანოს" შემტევი ნახევარმცველის, ალბერტო ბუენოს გოლი სამართლიანად გააუქმა (თამაშგარე მდგომარეობა). "ბილბაომ" იმარჯვა და კვლავ ადურისის წყალობით (მეცხრე გოლი ჩემპიონატში). ერნესტო ვალვერდეს გუნდს ნელ-ნელა უკეთესობა ეტყობა.

კვირის კიდევ ერთ თამაშში "ვილიარეალმა" ბასკურ "ეიბარს" უმასპინძლა. შეცვლაზე შესულმა არგენტინელმა ფორვარდმა ლუსიანო ვიეტომ სეზონში მე-11 გოლი გაიტანა და გამარჯვება "ვილიარეალს" მოუტანა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური

20 თებერვალი
ხეტაფე-ესპანიოლი 2:1
გოლები: 1:0 სარაბია (31), 2:0 ა. ვასკესი (57), 2:1 არბილია (89)
ხეტაფე (4-2-3-1): ხონა- ალექსისი, ნალდო, ველასკესი, ესკუდერო - ლასენი, ხ. როდრიგესი - პედრო ლეონი (78. ინესტროსა), სარაბია, ა. ვასკესი (88. ივი ლოპესი) - სამირი (85. ფელიპი)
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - ხ. ლოპესი (75. არბილია), ა. გონსალესი, ე. მორენო, დუარტე - ლ. ვასკესი, აბრაამი, კანიასი, მონტანიესი (82. მორილია) - სტუანი (58. სევილია), კაისედო
გაფრთხილება: როდრიგესი, ლასენი, ალექსისი - ლოპესი, დუარტე, კანიასი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-11 (4-7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 10 000

21 თებერვალი
ბარსელონა-მალაგა 0:1
გოლი: 0:1 ხუანმი (7)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში (73. მასკერანო), პიკე, მატიო, ალბა - რაფინია (63. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, ინიესტა (67. პედრო) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, მ. ტორესი - ორტა (79. დუდა), დარდერი, რესიო, კასტილიეხო - სამუელი (85. ბოკა), ხუანმი (50. ხუანპი)
გაფრთხილება: რაფინია, პიკე, ნეიმარი, ალბა - ველიგტონი, რესიო, დუდა
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 11-11 (5-3); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 78 276

კორდობა-ვალენსია 1:2
გოლები: 0:1 ანდრე გომეში (37), 1:1 ღილასი (73-პენ), 1:2 პიატი (81)
კორდობა (4-2-3-1): საისარი - კამპაბადალი, პანტიჩი, კრესპო, ედიმარი (59. ვიკო) - როსი, კრჰინი (84. სუკულინი) - ბებე, ღილასი, აბელ გომესი (55. ანდონე) - ელდონ რამოსი
ვალენსია (4-1-4-1): დიეგო ალვეში - კანსელო, მუსტაფი, ოტამენდი, გაია - ფუეგო - როდრიგო (65. ფეგული), პარეხო, ანდრე გომეში, პიატი - დე პაული (61. ნეგრედო)
გაფრთხილება: ელდონი - გაია, როდრიგო
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11-17 (4-7); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 18 000

ატლეტიკო-ალმერია 3:0
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (13-პენ), 2:0 გრიზმანი (20), 3:0 გრიზმანი (29)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა - არდა თურანი, გაბი, ტიაგო (71. მ. სუარესი), ს. ნიგესი - მანჯუკიჩი (59. ფ. ტორესი), გრიზმანი (64. რაულ გარსია)
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - მასედო, მ. დოს სანტოსი, ტრუხილიო, დუბარბიერი (76. კასადო) - ვერსა, ველესი (46. ფ. სორიანო) - ტიევი (71. ვ. სილვა), ჰემედი, კორონა - ე. მენდესი
გაფრთხილება: სიკეირა, გარსია - დუბარბიერი
გაძევება: სიკეირა (91)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 9-9(6-1); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 44 500

დეპორტივო-სელტა 0:2
გოლები: 0:1 შარლესი (46), 0:2 ლარივეი (81)
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, ბორხესი - ხ. როდრიგესი (56. კუენკა), ლ. პერესი, რიერა - კავალეირო (68. ე. კოშტა)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - ს. გომესი, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ა. ფერნანდესი, რადოია, კრონ-დელი (91. პ. ერნანდესი) - ორელიანა (77. ა. ლოპესი), შარლესი (73. ლარივეი), ნოლიტო
გაფრთხილება: ლოპო, ლუიზინიო, პერესი - შარლესი, ნოლიტო, ალვარესი, გომესი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 14-8 (4-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 30 334

22 თებერვალი
სოსიედადი-სევილია 4:3
გოლები: 1:0 აგირეჩე (16), 1:1 კოლოძიეჩაკი (43), 2:1 ჩაბი პრიეტო (48-პენ), 2:2 ბაკა (68), 2:3 გამეირო (78-პენ), 3:3 არიბასი (83 ს. კ.), 4:3 ჩაბი პრიეტო (90)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, ანსოტეგი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია (81. ფინბოგასონი) - გრანერო, პარდო - კანალესი (77. ერვიასი), ჩაბი პრიეტო, გ. კასტრო (89. ბერგარა) - აგირეჩე
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ფიგეირაში, არიბასი, კოლოძიეჩაკი, ტრემულინა - კარიშო, იბორა (65. დ. სუარესი) - ა. ვიდალი, ბანეგა, დეულოფეუ (46. ვიტოლო) - ბაკა (70. გამეირო)
გაფრთხილება: დე ლა ბელია, პრიეტო, მარტინესი, გრანერო, რული - ტრემულინა, კარიშო
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 17-17 (8-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 21 378

ბილბაო-ვალეკანო 1:0
გოლი: 1:0 ადურისი (86)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, მ. რიკო - სუსაეტა (80. ი. გომესი), უ. ლოპესი (34. დე მარკოსი), მუნიაინი (65. ვილიამსი) - ადურისი
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო (46. კ. ალვარესი) - ტიტო, ზე კაშტრო, ამაია, ნაჩო (46. მორსილიო) - იოსაბედი, ფატაუ - ლიკა, ბუენო, კაკუტა - ლეო ბაპტიშტაო (67. მანუჩო)
გაფრთხილება: სან ხოსე, ადურისი, რიკო - ნაჩო, ფატაუ
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 19-5 (6-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 32 600

ვილიარეალი-ეიბარი 1:0
გოლი: 1:0 ვიეტო (71)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - რუკავინა, ბაილი (66. მუსაჩიო), დორადო, ხ. კოსტა - კემპბელი (69. ჩერიშევი), ჯონათან დოს სანტოსი, მარკოსი (69. ვიეტო), მ. გომესი - ჯოვანი დოს სანტოსი, მორენო
ეიბარი (5-4-1): ირურეტა - ბოვედა, ეკიზა (79. ნიეტო), ანიბარო, რ. ნავასი, ლილიო (87. დიდაკ ვილა) - კაპა, დ. გარსია, ლარა, დელ მორალი (72. ლეკიჩი) - არუაბარენა
გაფრთხილება: კოსტა, რუკავინა -
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 5-3; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 21-9 (6-1); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 18 500

ელჩე-რეალი 0:2
გოლები: 0:1 ბენზემა (56), 0:2 რონალდო (69)
ელჩე (4-4-1-1): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, ლომბანი, ალბაკარი - ვ. როდრიგესი, ა. გონსალესი (81. კ. ერერა), პაშალიჩი (75. გალვესი), ა. ნიგესი (64. გ. როდრიგესი) - ფაირი - ჟონათასი
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - ლ. სილვა (84. ილიარამენდი), კროოსი, ისკო (89. არბელოა) - ბეილი, ბენზემა (93. ხესე), რონალდო
გაფრთხილება: ალბაკარი, ჟონათასი, ნიგესი, როკო - მარსელო
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 17-6; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 4-17 (1-5); ბურთის ფლობა: 49%-61%.
მაყურებელი: 36 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

23 თებერვალი
ლევანტე-გრანადა 23:45

ბომბარდირები: 29 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კარლოს ბაკა (სევილია); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - მარიო მანჯუკიჩი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური
27 თებერვალი:
ესპანიოლი-კორდობა

28 თებერვალი:
გრანადა-ბარსელონა, რაიო ვალეკანო-ლევანტე, ალმერია-დეპორტივო, მალაგა-ხეტაფე

1-ლი მარტი:
ვალენსია-რეალ სოსიედადი, ეიბარი-ბილბაო, სევილია-ატლეტიკო, რეალი-ვილიარეალი

2 მარტი:
სელტა-ელჩე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული