დანი ალვეში "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი დანი ალვეში კლუბს კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა, ვადის კიდევ ერთი წლით გაზრდის შესაძლებლობით.

ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

ბრაზილიელი მცველი კარგა ხანს არ თანხმდებოდა "ბარსელონას" პირობებს. შედეგად, ბოლო სეზონის განმავლობაში მის მომავალთან დაკავშირებით უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა.

ამავდროულად, ალვეში ხაზს უსვამდა, რომ საკითხი არა ფულს, არამედ კლუბისადმი მისი ღვაწლის დაფასებას ეხებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული