
ესპანეთის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 2024 წლის თებერვალში გამოტანილი პირველი სასჯელი (4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა) დანაშაულის სერიოზული მტკიცებულებების არარსებობის გამო გააუქმა, რადგან „დაზარალებულის“ ჩვენების გარდა არაფერს არ ეყრდობოდა.
შეგახსენებთ, ერთი წლის პატიმრობის შემდეგ, 25 მარტს ბარსელონას სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელი 1 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ზოგიერთი წყარო იტყობინება, რომ ციხეში დაუმსახურებლად გატარებული დროის გამო, ის კომპენსაციას მიიღებს. ახლა დანი ალვეში ბარსელონაში იმყოფება.
მან დაპატიმრების შემდეგ
განაცხადა, რომ ბარსელონას ცენტრში, ღამის კლუბ "სატონში" 23 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მაგრამ ეს ორმხრივი შეთანხმებით მოხდა. El Periódico წერდა: „ადვოკატების მიერ მომზადებული სარჩელის საფუძველზე ვიდეოჩანაწერებზე შემდეგი დაფიქსირდა: გოგონა, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, დაწესებულებაში 03:20 საათზე ბიძაშვილთან და მეგობართან ერთად მივიდა. ის დანისთან მხიარულობდა, რომელიც 03:44 საათზე ტუალეტში მარტო გავიდა, ორი წუთის შემდეგ კი "მსხვერპლი" თვითონ ეახლა ტუალეტში. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ დაზარალებული თავად ფეხბურთელია“.
ერთი სიტყვით, უდანაშაულო ბრაზილიელმა საპატიმროში ერთი წელი დაჰყო.