გუშინ "ბარსელონა" "სევილიას" ადრიანო კორეიას ტრანსფერზე შეუთანხმდა. ბრაზილიელი მცველი "კამპ ნოუზე" 9.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება ანდალუსიიდან, თან შესაძლოა სატრანსფერო თანხას 4 მილიონი ევრო დაემატოს. ხელმოწერა მას შემდეგ შედგება, რაც უნივერსალური მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. დღეს ადრიანო სწორედ ამიტომ ჩავა ბარსელონაში.
ადრიანო "ბარსელონას" მხოლოდ მეორე შენამატია ამ ზაფხულში დავიდ ვილიას შემდეგ, რომელიც კატალონიაში 40 მილიონ ევროდ გადაბარგდა "ვალენსიადან". 25 წლის ბრაზილიელმა ბოლო 6 სეზონი გაატარა "სევილიაში", სადაც თითქმის ყველა პოზიციაზე ათამაშეს. მისი უნივერსალიზმი მართლაც გასაოცარია, ადრიანოს შეუძლია თამაში დაცვისა და
ლეო, ჰეტ თრიკი და ჰაიტი
მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი იმედგაცრუება ელოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ ლეო მესის და მის ნაკრებს. არგენტინის ნაკრები გერმანიამ მეოთხედფინალიდან "დაიფრინა" (4:0 მოუგო), ხოლო მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობის მთავარმა კანდიდატმა აფრიკის მიწა ისე დატოვა, გოლი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, მუნდიალის შემდეგ პირველივე მატჩში ლეომ ჰეტ თრიკი შეასრულა - ეს თამაში პანამაში გაიმართა, სადაც მესის მეგობრებმა "დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები" 6:4 დაამარცხეს. მესიმ 25-ათასიანი პუბლიკის გასახარად გოლები 32-ე, 45-ე და 87-ე წუთებზე გაიტანა. თამაშში მონაწილეობა მესის გარდა კიდევ ორმა ბარსელონელმა მიიღო, ჟოზე მანუელ პინტომ და გაბრიელ მილიტომ, იყო კიდევ ერთი ყოფილი "ბლაუგრანაც", პორტუგალიელი ფერნანდო კოუტუ.
სხვა ცნობილი ფეხბურთელებიდან საქველმოქმედო შოუში მონაწილეობა მიიღეს: კრისტიან ვიერიმ, მარკო მატერაციმ, ედგარ დავიდსმა, კევინ კურანიმ, მარკო იეპესმა, ბურიტო ორტეგამ და მარტინ პალერმომ, აგრეთვე ორმა ესპანელმა, ფერნანდო მორიენტესმა და ივან ელგერამ. მესის მეგობრები 4:1 დაწინაურდნენ, მაგრამ ბლას პერესის ჰეტ თრიკის წყალობით "მსოფლიოს ნაკრებმა" გათანაბრება შეძლო, თუმცა ბოლოს ორი გოლი მაინც მესის მეგობრებმა (ერთი თავად მესიმ) გაიტანეს და გაიმარჯვეს.
ამის შემდეგ მესიმ მიწისძვრისგან განადგურებული ჰაიტი მოინახულა. ეს იყო მესის პირველი ვიზიტი, როგორც უნისეფ-ის მსოფლიო ელჩისა. ის ეწვია დაზარალებულთა ბანაკს, სადაც 50 ათასამდე უსახლკარო ცხოვრობს. შეგახსენებთ, რომ იანვრის მიწისძვრამ 220 ათასი ჰაიტელის სიცოცხლე შეიწირა.
როსელი: პეპს 6-წლიანს ვთავაზობდი
"ბარსელონას" ახალი პრეზიდენტი სანდრო როსელი მისი გაჩარხული პირველი საქმით ერთობ კმაყოფილია - შეგახსენებთ, რომ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გააგრძელა.
"ჩვენ პეპს საუკეთესო ვარიანტი შევთავაზეთ - ექვსწლიანი კონტრაქტი, რომლის გაგრძელება ყოველწლიურად იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ რადგან მწვრთნელმა ეს ვარიანტი აირჩია, ჩვენც კმაყოფილნი ვართ მისი გადაწყვეტილებით. ჩვენი სურვილია, მან საუკეთესოდ იგრძნოს თავი კლუბში. პეპთან ურთიერთობაში მოთმინება უებარი რამაა, მისგან იმდენად ბევრს ითხოვენ, რომ თავადაც სურვილი აქვს ყოველწლიურად დაამტკიცოს თავისი სიძლიერე. მაგრამ, დამერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ ერთი სეზონით გააფორმა კონტრაქტი, მასთან ხელშეკრულება მომავალი ექვსი სეზონის განმავლობაში ავტომატურად გაგრძელდება სეზონის ბოლოს, საჭიროა მხოლოდ მისი ერთი სიტყვა "მსურს".
ახალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმდენად გაფუჭდა ურთიერთობა "ბარსელონასა" და "არსენალს" შორის (რაც, სხვათა შორის, ჟოან ლაპორტას მმართველობის პერიოდს მიაწერა), რომ ლონდონურ კლუბთან სესკ ფაბრეგასის საკითხზე დალაპარაკებას აღარ აპირებს: "არსენალში" თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. მათ არ უნდათ არანაირი წინადადების მოსმენა, საერთოდ არ აპირებენ სესკის გაყიდვას. თვეების წინ გუნდებს შორის კულისებში დიდი შეხლა-შემოხლა იყო და ინგლისელებს ძველი წყენა არ დაუვიწყიათ".
როსელმა "კამპ ნოუს" განახლების აუცილებლობაზეც ილაპარაკა: "ჩვენ ყველას დიდებული სახლი გვაქვს, მაგრამ დრო გადის და "კამპ ნოუც" მოძველებულად გამოიყურება. აუცილებელია კარგი ხელის შევლება. არ ვამბობ, რომ ჩვენ სტადიონის განახლებაზე 300-400 მილიონ ევროს დავხარჯავთ, თუმცა ამ საქმეს 60-80 მილიონს მოვახმართ და ეს თანხა სავსებით საკმარისი იქნება".