ჟოზეს პირველი დღე

AutoSharing Option

გუშინ ჟოზე მოურინიოს "რეალმა" უკვე ნამდვილი შეკრება მოაწყო, თუკი წინა დღით ფეხბურთელებმა მხოლოდ სამედიცინო შემოწმება გაიარეს, პარასკევს სრულფასოვანი ვარჯიში მოეწყო, რა თქმა უნდა, მუნდიალის მონაწილე ფეხბურთელების გარეშე. ჟოზე მოურინიო ტრადიციას არ ღალატობს, "რეალის" გულშემატკივრებს უსიამოვნო ამბავი ელოდათ - პორტუგალიელმა თავკაცმა "დახურული" ვარჯიში ითხოვა. მის განკარგულებაში იყვნენ: დუდეკი, ადანი, გარაი, მარსელო, დრენტე, გაგო, მ. დიარა, გრანერო, ლ. დიარა და ბენზემა. ბუნებრივია, ასე სრულფასოვანი ვარჯიში არ გამოვიდოდა და ჟოზემ სარეზერვო გუნდიდან კარვახალი, ტებარი, ნაჩო, ალექსი, დენის ჩერიშევი, ფრან რიკო, ხოსელუ და მორატა

დაიმატა.

ვარჯიშის პირველი ნაწილი "რეალის" ფიზმომზადების მწვრთნელ რუი ფარიას მიჰყავდა. დუდეკი და არანი გოლკიპერთა მწვრთნელმა სილვინო ლოურუმ ჩაიბარა. შემდეგ ჟოზე მოურინიომ დარტყმებში ავარჯიშა გუნდი. პირველი ვარჯიში მცირე "მატჩით" დასრულდა, რომელიც ნახევარ მოედანზე გაიმართა. საბოლოოდ იმ გუნდმა გაიმარჯვა, რომელშიც ქარიმ ბენზემა თამაშობდა - 2:1.

ხედირა დრენტეს და 10 მილიონის სანაცვლოდ?

"შტუტგარტერ ცაიტუნგი" წერს, რომ მადრიდის "რეალი" მზადაა სამი ხედირას ხელში ჩაგდების სანაცვლოდ ჰოლანდიელ ვინგერ როისტონ დრენტეს შეელიოს. "სამეფო კლუბი" "შტუტგარტს" გაცვლას სთავაზობს. ბუნებრივია, აქ არ არის ლაპარაკი ერთი ერთზე გაცვლაში - მუნდიალის შემდეგ ხედირას აქციები ერთი ათად გაიზარდა - ესპანელები საყრდენი ნახევარმცველის სანაცვლოდ დრენტეს გარდა 10 მილიონ ევროს გამოდიან. თურმე "შტუტგარტის" მწვრთნელ კრისტიან გროსს ძალიან მოსწონს დრენტეს თამაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული