მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს "ოსასუნასთან" წაგებამ, როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა აუვსო და "სამეფო კლუბის" თავკაც ჟოზე მოურინიოს ულტიმატუმი წაუყენა: "განსაკუთრებულმა" კლუბს მიმდინარე სეზონში ან პრიმერადივიზიონი უნდა მოაგებინოს ან ჩემპიონთა ლიგა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის პოსტს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ პრიმერას სატურნირო ცხრილში "რეალი" "ბარსელონას" 7 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი მისთვის უხერხული მეტოქე "ლიონი" ელოდება.
მომზადებულია donbalon.com-ის მიხედვით.