მოუს ხუთი "მცნება"

AutoSharing Option

უკვე რამდენიმე დღეა ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალს" წვრთნის და მისმა ახალმა შეგირდებმა უკვე იწვნიეს პორტუგალიელი სპეციალისტის სიმკაცრე საკუთარ თავზე. მიუხედავად იმისა, რომ "მოუ" ძალზე მომთხოვნია, ის ხშირად განტვირთვის მიზნით ხუმრობს კიდეც ფეხბურთელებთან. ფაქტია, ყველა ფეხბურთელი აღიარებს, რომ მოხარულია მისი მწვრთნელი რომ პორტუგალიელია. აი, ხუთი მთავარი წესი, რომელიც მწვრთნელმა ფეხბურთელებს გააცნო და მათაც ზედმიწევნით უწევთ ამ ხუთი "მცნების" დაცვა.

1. ვინც დააგვიანებს, ის ვერ ივარჯიშებს - მოურინიო ითხოვს, რომ ფეხბურთელი დროულად გამოცხადდეს ბაზაზე სავარჯიშოდ. ის ვერ დაუშვებს თუნდაც 2 წუთით დაგვიანებას. ის

ფეხბურთელი, რომელიც დააგვიანებს, გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს და მოუწევს ინდივიდუალური ვარჯიშით დაკმაყოფილება.

2. მწვრთნელი, პუნქტუალობის მაგალითი - როცა სხვებს სთხოვ, არ შეიძლება თავად დაარღვიო, ამიტომაც მწვრთნელი დათქმულ დროს სასტუმროს გარეთ უნდა ელოდოს ფეხბურთელებს. მან ასევე დროულად უნდა დატოვოს საწვრთნელი ბაზა და არავის დაელოდოს, თუ ვინმე დაიგვიანებს გამოსვლას, მას ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების მოძებნა დასჭირდება, რადგან მას არავინ დაელოდება.

3. ვარჯიში, მოკლე, მაგრამ ინტენსიური - ვარჯიში გრძელდება 90 წუთი, მაგრამ დატვირთები ამ 90 წუთის განმავლობაში ყოველთვის ინტენსიურია. მოუ არ არის დიდი მოყვარული ფიზიკური დატვირთების, მის "არსენალში" ყველაზე დიდი ადგილი ბურთს უკავია.

4. ტრავმირებულის კანონი - ფეხბურთელი თუ ტრავმირებულია ვალდებებასის ბაზაზე გუნდის ექიმთან ერთი სააათით ადრე უნდა გამოცხადდეს შესამოწმებლად. მხოლოდ ექიმი ატყობინებს მწვრთნელს, არის თუ არა ესა თუ ის ფეხბურთელი მზად ვარჯიშისთვის.

5. მობილური ტელეფონები ავტობუსში - მწვრთნელი არ არის წინააღმდეგი კლუბის ავტობუსში ფეხბურთელმა ტელეფონი ან ვოლქმენი გამოიყენოს, ოღონდ აუცილებელი პირობაა - ტელეფონი უხმო ფუნქციაზე უნდა იყოს გადაყვანილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული