"მალიორკას' ბასკმა ფორვარდმა არის ადურისმა "ვალენსიასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ადურისი ბილბაოს "ატლეტიკის" სკოლის აღზრდილია, 29 წლის ფორვარდმა რამდენიმე კლუბში მოგზაურობის შემდეგ "ბილბაოში" 2006-2008 წლებში 84 თამაშში 22 გოლი გაიტანა, შემდეგ კი ბალეარებზე გადაბარგდა, სადაც 69 თამაშში 23 გოლი გაიტანა. "ძალიან ამბიციურ კლუბში მოვედი, რომელიც ნებისმიერ ტურნირში გამარჯვებისთვის იბრძვის. ვიმედოვნებ, რომ სოლდადოსთან ერთად შეტევაში კარგ წყვილს შევქმნი", - განაცხადა ადურისმა.
00:55 19-07-2010
ადურისი ვალენსიასთვის გაიტანს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული