ლა ლიგა. XIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ნევილის კოშმარი

AutoSharing Option
* 2016 წელს "ბარსელონას" მიერ გატანილი 8 გოლიდან 7-ში ლიონელ მესიმ მიიღო მონაწილეობა.

* მხოლოდ "ესპანიოლისთვის" აქვს "სევილიას" ლა ლიგაში მოგებული უფრო მეტი (65) მატჩი, ვიდრე "ბილბაოსთვის" (58).

* "სევილიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნაი ემერის მოსვლის მერე კევინ გამეირო გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (26), მან კარლოს ბაკას გადაასწრო.

* ქარიმ ბენზემამ "რეალის" მაისურით ლა ლიგაში 100 ბურთს უწია.

* მიმდინარე სეზონში ბენზემას ყველაზე მეტი მატჩის პირველი გოლი აქვს გატანილი - 6.

* ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში ყველაზე მეტი თავური გოლი
მიმდინარე სეზონში "რეალის" გარეთ ბეილსა და "არსენალის" ოლივიე ჟირუს აქვთ გატანილი - ხუთ-ხუთი.

* "რეალს" წამყვან ევროპულ ჩემპიონატებს შორის ყველა კლუბზე მეტი გოლი აქვს თავური დარტყმებით გატანილი, კერძოდ კი - 10. მეორეზე 9 ბურთით "ვესტ ბრომვიჩ ალბიონია".

* "ლევანტემ" ლა ლიგაში პირველად მოახერხა საშინაო შეხვედრაში "რაიო ვალეკანოს" დამარცხება.

* "ვილიარეალი" და ფრანგული "ტრუა" ის გამონაკლისი გუნდები არიან, რომელთა ფეხბურთელებსაც მიმდინარე სეზონში თავით ჯერ გოლი არ გაუტანიათ.

* "სოსიედადთან" "ვალენსიას" საგარეო წაგება ნიშნავს იმას, რომ "ღამურებს" "ანოეტაზე" უკვე 5 მატჩია, არ უმარჯვიათ - 1 ფრე, 4 მარცხი.

* ჟონათასს "სოსიედადის" მაისურით სულ 15 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და 1 გოლი გატანილი, "ვალენსიას" კი ბრაზილიელმა ერთბაშად ორჯერ შეუგდო.

* "ღამურებს" უკვე 8 ტურია, არ მოუგიათ. ასეთი გრძელი ცუდი სერია გუნდს 2008 წლის მერე არ ჰქონია. მაშინ "ვალენსიას" მწვრთნელი რონალდ კუმანი იყო და მის ხელში გუნდმა გამარჯვების გარეშე 9 ტური ჩაატარა.

* ტაკაში ინუი გახდა მე-4 იაპონელი, რომელმაც ლა ლიგაში გოლი გაიტანა - იოშიტო ოკუბოს, აკისა და შოჯი ჯოს - შემდეგ.

* "ეიბარის" ბორხა ბასტონს უკვე 10 გოლი უგროვდება. ამ კლუბის არც ერთ ფეხბურთელს არასდროს არ გაუტანია მთელი სეზონის განმავლობაში ამდენი უმაღლეს ლიგაში.

* "სელტადან" ნაყიდი აუგუსტო ფერნანდესი "ატლეტიკოს" მაისურით თავის სადებიუტო მატჩს სწორედ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ატარებდა და, როგორც ჩანს, ნერვიულობდა.

ვიგოელებთან დაპირისპირების პირველ ტაიმში არგენტინელი ბურთს მხოლოდ 19-ჯერ შეეხო და ოდენ მადრიდელთა მეკარეს, იან ობლაკს აჯობა, ისიც ერთი შეხებით. ცხადია, დიეგო სიმეონემ ეს იგრძნო და "ჩოლომ" თანამემამულე 54-ე წუთზე შეცვალა.

* უკვე 6 მატჩია, "ატლეტიკოს" პირველ ტაიმში გოლი ვეღარ გააქვს.

* "ათლეტების" ფრანგ თავდამსხმელს, ანტუან გრიზმანს ამ სეზონში იმაზე მეტი გამარჯვების გოლი აქვს გატანილი, ვიდრე რომელიმე სხვა ფეხბურთელს, კერძოდ კი, უკვე 7... რაც იმას ნიშნავს, რომ პირადად გრიზმანმა "ატლეტიკოს" 21 ქულა მოუტანა.

* 2015 წელს ლიონელ მესიმ 27 რეალური საგოლე შანსი შექმნა, რაც წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.

* 2015 წელს ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი გოლი (ყველა ტურნირზე) კრიშტიანო რონალდომ გაიტანა – 54. ლუის სუარესსა და ლეო მესის 48-48 დაუგროვდათ. ნეიმარს - 41, ხოლო არიც ადურისს - 38.

* 2015 წელს ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე 34 დრიბლინგი შემოგვთავაზა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული