"მესის, სუარესსა და ნეიმარს შორის მეგობრობა ყველაზე ცუდია, რაც შეიძლებოდა ფეხბურთში მომხდარიყო"

AutoSharing Option
ჩილეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ "ბარსელონას" შემტევი ტრიოს შესახებ ისაუბრა.

"ლიონელ მესის, ლუის სუარესსა და ნეიმარს შორის მეგობრობა ყველაზე ცუდია, რაც შეიძლებოდა ფეხბურთში მომხდარიყო. მესის მარტოსაც შეუძლია მატჩის მოგება, ხოლო თუ მას კიდევ სუარესს და ნეიმარს დავუმატებთ... ასეთი რამე უნდა აიკრძალოს.

"რეალის" ტრიოსთან (კრიშტიანო რონალდო, ქარიმ ბენზემა, გარეთ ბეილი) განსხვავება ის არის, რომ მათი განეიტრალება შეიძლება.

ითამაშეთ რონალდოს წინააღმდეგ და ის არ გამოჩნდება. იგივეა ბეილზეც, ბენზემა კი ყოველთვის შეძლებს გატანას, მაგრამ საერთო ჯამში, ისინი უფრო ნაკლებ მომენტებს ქმნიან", -
თქვა სამპაოლიმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნახევარი გუნდი არ ყავდა მაგ თამაშში ბაიერნს... თუმცა მესი რომ გენიოსია მაგას რათ უნდა ლაპარაკი
გელა
22:42 19-01-2016
0
არაა რაააა მადრიდისტების ლოგიკა ფორმას არ კარგავს :D
Graf
21:02 19-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული