ლა ლიგა. XXXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა: "სანჩეს პისხუანი" 196-ე დღეს დაეცა

AutoSharing Option
* "ბარსელონასა" და "რეალს" 2002 წლის ნოემბრის მერე "ელ კლასიკო" უგოლოდ არ დაუსრულებიათ.

* "რაიო ვალეკანოს" "ხეტაფესთან" ჩემპიონატის ყველა (16) მატჩში გატანილი აქვს.

* ჩემპიონატის დასრულებამდე 7 მატჩით ადრე "ხეტაფეს" ასე ცოტა (28) ქულა აქამდე არ ჰქონია.

* "ატლეტიკოს" 13 მატჩია, შინ არ წაუგია - 10 მოგება, 3 ფრე. აქედან 8 შეხვედრაში "ათლეტებმა" კარი მშრალად შეინახეს.

* კოკეს ნახევარმცველებს შორის ყველაზე მეტი (10) საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

* ანტუან გრიზმანს "ატლეტიკოს" მაისურით უკვე 50 გოლი აქვს გატანილი (ყველა ტურნირზე). "პატარა
პრინცი" დიდი ხანია, აღარ ხუმრობს.

* ამ სეზონში "ატლეტიკომ" პირველად შეძლო მატჩში 5 გოლის გატანა.

* "ვალენსიამ" ზედიზედ 21 ტურში გაუშვა გოლი. ამაზე დიდი სერია "ღამურებს" 1932/33 წლებში ჰქონდათ, როდესაც მიჯრით 27 ტურში ვერ შეძლეს კარის მშრალად შენახვა.

* ზინედინ ზიდანმა თავისი პირველივე "ელ კლასიკო" მოიგო მწვრთნელის რანგში. მის ხელში "რეალმა" პირველად შეძლო მიყოლებით 4 თამაშის მოგება. ზიზუ გახდა "სამეფო გუნდის" პირველი მწვრთნელი ბერნდ შუტერის (2007/08) მერე, რომელმაც თავისი პირველივე "ელ კლასიკო" არ წააგო.

* ჟერარდ პიკე ბერნაბეუმ "ელ კლასიკოებში" თავისი პირველი გოლი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიტანა, როდესაც "ბარსამ" 6:2 იმარჯვა. მეორე კი - გასულ ტურში, "კამპ ნოუზე".

* ქარიმ ბენზემას "ბარსასთვის" საგარეო შეხვედრაში 2012 წლის იანვრის მერე არ გაეტანა.

* "ბარსელონას" 39-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა (ყველა ტურნირზე). ეს გახლდათ ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ესპანური კლუბისა. უშუალოდ ლა ლიგაში კატალონიელებს 23 ტურის განმავლობაში არ წაეგოთ. კონკრეტულად "კამპ ნოუზე" კი (ყველა ტურნირზე) მათ 34 თამაში არ დაეთმოთ. ბოლოს იქ "მალაგას" ჰქონდა მოგებული 2015 წლის 21 თებერვალს.

* მადრიდის "რეალში" გადასვლის მერე სერხიო რამოსი ყველაზე ბევრჯერ (12) გააძევეს.

* არიც ადურისმა ლა ლიგის ამ სეზონში 4-ჯერ შეასრულა პენალტი და აქედან 2 გააცუდა.

* საინტერესოა, რომ ერნესტო ვალვერდეს "ბილბაოს" მთავარი მწვრთნელის რანგში "გრანადასთვის" მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული უკანასკნელი 6 დაპირისპირებიდან.

* "ესპანიოლი" ერთადერთი გუნდია მიმდინარე ჩემპინატში, რომელმაც ყველა საგარეო შეხვედრაში გაუშვა გოლი (სულ 35 ბურთი).

* ლა ლიგაში "სევილიამ" ბოლო 3 ავტოგოლი "სოსიედადთან" შეხვედრებში გაიტანა (კრიხოვიაკი, არიბასი, რაკიტიჩი).

* "სევილიას" აქამდე ბოლო საშინაო მატჩი 2015 წლის 20 სექტემბერს ჰქონდა წაგებული, 196-დღიანი პაუზის მერე "რამონ სანჩეს პისხუანის" ბინადრები ისევ დამარცხდნენ.

* "სოსიედადი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ამ სეზონში "სევილიას" ორივე მატჩი მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული