* "ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ 3 მატჩი 2003 წლის თებერვლის მერე პირველად წააგო.
* ლიონელ მესის დიეგო ალვეშის კარში 17 გოლი აქვს გატანილი, ყველაზე მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა მეკარისთვის.
* "ღამურებისთვის" გატანილი გოლი მესისთვის მე-500 გახლდათ კარიერაში - 450 "ბარსას" მაისურით, 50 - არგენტინის ნაკრების.
* საინტერესოა, რომ "ვალენსიის" სანტი მინა და "სელტას" ჯონ გუიდეტი ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც
* ანხელ კორეას შეცვლებზე შემოსვლის მერე ყველაზე მეტი, 4 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
* ფერნანდო ტორესმა ჩემპიონატის ზედიზედ ოთხ ტურში 2005 წლის მარტის მერე პირველად გაიტანა, ანუ მსგავსი ფაქტი 4053-დღიანი პაუზის მერე დაფიქსირდა.
* კოკე ნახევარმცველებს შორის ყველაზე პროდუქტიულია. "ატლეტიკოს" შუახაზელმა 17 გოლში მიიღო მონაწილეობა - 5 გაიტანა და 12 პასი გააკეთა.
* "დეპორტივომ" უკვე მე-17 ფრე ითამაშა. ეს ლაკორუნიელების რეკორდია ერთ ჩემპიონატში ნათამაშები ფრეების რაოდენობით.
* "მალაგას" 15 მატჩის პირველ ტაიმში აქვს 0:0 ნათამაშები, რაც მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
* ივან კუელარი გახდა მეორე მეკარე კარლოს კამენის შემდეგ, ვინც ამ სეზონში საგოლე პასი გააკეთა.
* ქარიმ ბენზემას უკვე 22 გოლი აქვს გატანილი, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია "რეალის" მისურით. 2011/12 წლების სეზონში ლა ლიგაში მან 21 ბურთი შეაგდო.
* "ესპანიოლი" ბოლო 18 საგარეო მატჩია, გოლს უშვებს. ასეთი ცუდი სერია ამ კლუბს 2000 წლის მერე არ ჰქონია.
* "ლევანტეს" ბოლო 9 გოლიდან 7-ში მონაწილეობა ჯუზეპე როსიმ მიიღო - 5 გაიტანა, 2 პასი გააკეთა.
* მხოლოდ პირველი ტაიმების შედეგები რომ ითვლებოდეს, მადრიდის "რეალი" 12-ქულიანი უპირატესობით იქნებოდა ლიდერი, 76 ქულით. მეორეზე "ბარსელონა" მოგვევლინებოდა 64 ქულით, მადრიდის "ატლეტიკოს" კატალონიელებზე 2 ქულით ნაკლები ექნებოდათ. მეოთხეზე "ბილბაოს" ვნახავდით, მეხუთეზე - "სელტას", მეექვსეზე კი - "ეიბარს"...
* 33 მატჩიდან 21-ის პირველი ტაიმი "ვალენსიას" ფრედ აქვს დასრულებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"