სამშაბათ დილით ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციაში ახალ კალენდარს უყარეს კენჭი. პრიმერა სტარტს 28-29 აგვისტოს აიღებს და ორივე გრანდი, მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" და "რეალი" ტურნირს საგარეო მატჩით იწყებს. პეპ გვარდიოლას გუნდი სანტანდერში "რასინგს" ეწვევა, ხოლო ჟოზე მოურინიოს ოფიციალური დებიუტი "სამეფო კლუბის" თავკაცის პოსტზე ბალეარის კუნძულებზე შედგება "მალიორკას" წინააღმდეგ. ბევრს აინტერესებს "ელ კლასიკოს" გამართვის თარიღები - ამ სეზონში პირველი "კლასიკო" 28 ნოემბერს "კამპ ნოუზე" გაიმართება, მეორე კი - "სანტიაგო ბერნაბეუზე" 17 აპრილს.
სხვათა შორის, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ერთი ლაფსუსი დაემართა - წინა
I ტური
29 აგვისტო
ატლეტიკო-სპორტინგი
ერკულესი-ბილბაო
რასინგი-ბარსელონა
მალაგა-ვალენსია
დეპორტივო-სარაგოსა
ლევანტე-სევილია
ესპანიოლი-ხეტაფე
რეალ სოსიედადი-ვილიარეალი
ოსასუნა-ალმერია
მალიორკა-რეალი
კალენდარი სრულად იხილეთ 21 ივლისის ლელოში