ესპანურ AS-ის ინფორმაციით, მის პირველივე სამწვრთნელო სეზონში კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებით პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აღფრთოვანებული დარჩა და ფრანგ მწვრთნელს, რომლის ხელფასიც წლიურად 2,7 მლნ ევროს შეადგენდა, გაუორმაგა. შესაბამისად, ახალი სეზონიდან ზიდანი წლიურად 5,4 მლნ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ზიდანი "რეალის" მთავარ მწვრთნელად ამა წლის იანვარში დაინიშნა.