გარეთ ბეილმა აგენტს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებების დაწყება მოსთხოვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი გარეთ ბეილი უკმაყოფილოა კლუბში მისადმი დამოკიდებულებით და გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს.

ამის შესახებ Goal იუწყება, რომლის ცნობით, უელსელი ძალიან გაანაწყენა "რეალის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებამ, რომელმაც ლა ლიგის V ტურის მატჩში "ვილიარეალთან" (1:1) მოედნიდან ის ნაადრევად გაიყვანა.

ბეილს არც ის მოსწონს, რომ მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აქამდე არ ასრულებს დანაპირებს, გუნდის მთავარ ფორვარდად მისი გახდომის თაობაზე.

გამოცემის ცნობით, სწორედ ამ მიზეზთა გამო, უელსელმა ფეხბურთელმა უკვე მიმართა თავის აგენტს ტრანსფერთან დაკავშირებით "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებები დაიწყოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული