ჩემპიონატის ლიდერმა "ბაიერნმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "აუგსბურგი". დუბლით გამოირჩა რობერტ ლევანდოვსკი, ერთი გოლიც არიენ რობენის ანგარიშზეა.
კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ ეს მატჩი, როგორც სათასო დაპირისპირება. მეორე ტაიმში "აუგსბურგმა" უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშა. ლევანდოვსკი და რობენი დღეს ერთმანეთში ძალიან კარგად კომბინირებდნენ. დღეისათვის ჩვენი მთავარი კონკურენტი "ლაიპციგია".
"ლაიპციგის" საოცარი სერია გრძელდება - გუნდმა სტუმრად მოუგო "დარმშტადტს" (2:0) და "ბაიერნს" კვალში უდგას.
მართალია, თავიდან აგებდა, მაგრამ "ლევერკუზენმა" სტუმრად მაინც
რურის დერბიმ გულშემატკივართა იმედები ვერ გაამართლა - "დორტმუნდმა" ვერაფერი მოუხერხა "შალკეს" - 0:0. როგორც ჩანს, ამ სეზონში თომას ტუხელის გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლის რესურსი არ გააჩნია.
შაბათი. 29 ოქტომბერი
მაინცი-ინგოლშტადტი 2:0
გოლები: 1:0 მალი (51-პენ), 2:0 იოზთუნალი (85)
გაძევება: კრისტიანსენი (86. ინგოლშტადტი)
ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 1:2
გოლები: 1:0 არნოლდი (37), 1:1 მეჰმედი (79), 1:2 იედვაი (83)
აუგსბურგი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (19), 0:2 რობენი (21), 0:3 ლევანდოვსკი (48), 1:3 კოო (67)
ვერდერი-ფრაიბურგი 1:3
გოლები: 0:1 ფილიპი (29), 0:2 გრიფო (39-პენ), 1:2 ს. გარსია (67), 1:3 აბრაში (75)
დარმშტადტი-ლაიპციგი 0:2
გოლები: 0:1 ზაბიტცერი (57), 0:2 ზაბიტცერი (81)
დორტმუნდი-შალკე 0:0
პარასკევი. 28 ოქტომბერი
გლადბახი-აინტრახტი 0:0
კვირა. 30 ოქტომბერი
ჰოფენჰაიმი-ჰერტა 18:30
კიოლნი-ჰამბურგი 20:30
1. ბაიერნი - 23 ქულა; 2. ლაიპციგი - 21; 3. ჰერტა - 17; 4. ჰოფენჰაიმი - 16; 5. დორტმუნდი - 15.