სერხიო რამოსი: ჩვენი გარჯა დაფასდა - სულ არაფერს, 1 ქულა სჯობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

სერხიო რამოსმა "რეალი" "კამპ ნოუზე" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

"რთული შეხვედრა იყო. ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი დაუპირისპირდა, რომლებმაც ბურთის კონტროლი და შეტევა კარგად იციან. პირველ ტაიმში არაერთი მომენტი გვქონდა, თუმცა ეფექტურობა დაგვაკლდა.

ჩვენი გარჯა დაფასდა - სულ არაფერს, 1 ქულა სჯობს. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. "ბარსელონასთან" სხვაობა 6 ქულაა, თუმცა წინ კიდევ ბევრი მატჩია. კარგია, როცა საკუთარ თავზე ხარ დამოკიდბეული და არა სხვაზე", - ციტირებს რამოსს Marca.
ასევე დაგაინტერესებთ